ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტურ თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა“ - კვირის პალიტრა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტურ თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა“

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა 8 ივლისს „ჰააგის დეკლარაციას“ მიიღებს, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზეა განთავსებული.

ჰააგაში 4-8 ივლისს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია გაიმართება.

რეზოლუციის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა: შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშებში ხაზგასმულია მნიშვნელოვანი დარღვევები;

შეშფოთებულია 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების დროს საარჩევნო უბნებზე გაყალბების ნიშნების, ხმებით მანიპულირების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, „კარუსელების“ და ოპოზიციონერი დამკვირვებლებისთვის საარჩევნო უბნებზე ხელის შეშლის შესახებ ცნობებით; გააგრძელეთ კითხვა