ელენე ხოშტარია ALDE-ში გაჟღერებულ მიმართვაში - "საქართველო უბრალოდ დემოკრატიული კრიზისი არაა, ეს შანსია ევროპისთვის, აჩვენოს, რომ ყველა მივაღწევთ წარმატებას ძალადობრივი ძალების წინააღმდეგ" - კვირის პალიტრა

ელენე ხოშტარია ALDE-ში გაჟღერებულ მიმართვაში - "საქართველო უბრალოდ დემოკრატიული კრიზისი არაა, ეს შანსია ევროპისთვის, აჩვენოს, რომ ყველა მივაღწევთ წარმატებას ძალადობრივი ძალების წინააღმდეგ"

რუსეთს ევროპის წარუმატებლობა სურს საქართველოში, რუსეთს ქართველი ხალხის წარუმატებლობა სურს საქართველოში,- ამის შესახებ „დროს“ ლიდერის, საპატიმროში მყოფი ელენე ხოშტარიას აუდიო-მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც ALDE პარტიის ყრილობაზე გააჟღერეს.

„პირველ რიგში საშუალება მომეცით მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ქვეყნის მხარდაჭერისთვის, ჩემი ხალხის მხარდაჭერისთვის და, ყველაზე მეტად, თვენი ლიდერობისთვის. ეს საკვანძო სიტყვაა. თვენი ლიდერობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის აჩვენებს ღირებულებებისადმი ერთგულებას, რომლებსაც ვიზიარებთ. ღირებულებას, რომელიც ცარიელი სიტყვა არაა, არამედ ქმედებისადმი რეალური მზაობაა.

მეორე რიგში, ეს მნიშვნელოვანია მესიჯია ყველასადმი, ვინაიდან რუსეთს გამყოფი ხაზების შექმნა სურს. მას უნდა, რომ ფრაგმენტირებულები, ერთმანეთისგან იზოლირებულები ვიყოთ, მაგრამ ის რეალურად ხედავს ერთიანობას და ლიდერობას. რუსეთს შიშის დათესვა სურს, მაგრამ სანაცვლოდ მეტ სიმამაცეს იღებენ. რუსეთს უნდა, რომ გაყოფილები ვიყოთ, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო ერთიანები ვართ.

ასე რომ, ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენს ქმედებებს ვხედავ და თქვენს განცხადებებს ვისმენ, ALDE-ში ჩემი ძვირფასი მეგობრების, არა მხოლოდ მადლიერი, არამედ ამაყი ვარ ვიყო თქვენი ოჯახის წევრი. გააგრძელეთ კითხვა