ALDE-ს რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებსა და ევროპულ სახელმწიფოებს, „ჩამოაყალიბონ უკომპრომისო პოლიტიკა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ და დააწესონ სანქციები ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე პასუხისმგებელ პირებზე“ - კვირის პალიტრა

ALDE-ს რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებსა და ევროპულ სახელმწიფოებს, „ჩამოაყალიბონ უკომპრომისო პოლიტიკა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ და დააწესონ სანქციები ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე პასუხისმგებელ პირებზე“

„ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“ ALDE მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებსა და ევროპულ სახელმწიფოებს, „ჩამოაყალიბონ უკომპრომისო პოლიტიკა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ და დააწესონ დაუყოვნებლივი მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკური რეპრესიების ორკესტრირებაზე პასუხისმგებელ ინდივიდებზე”.

ამის შესახებ საუბარია რეზოლუციაში - „ავტორიტარული ტყვეობისა და რუსეთის მოკავშირეობის წინააღმდეგ ქართველი ხალხის დემოკრატიისთვის ბრძოლის მხარდაჭერა“, რომელიც ALDE-ს კონგრესზე ცოტა ხნის წინ მიიღეს.

ამავე დოკუმენტში, ხაზგასმულია, რომ ALDE გმობს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების მიმდინარე ანექსიას და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიერთების მცდელობებს.

„ALDE მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებსა და ევროპულ სახელმწიფოებს:

მიიღონ გადამწყვეტი ზომები და ჩამოაყალიბონ ძალიან ცხადი, უკომპრომისო პოლიტიკა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ.

დააწესონ დაუყოვნებლივი მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკური რეპრესიების ორკესტრირებაზე პასუხისმგებელ ინდივიდებზე. გააგრძელეთ კითხვა