ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა - არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ოთხი ადამიანი - კვირის პალიტრა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა - არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ოთხი ადამიანი

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო - ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ბუნებრივი წყალბადის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"