ხანძარი გაჩნდა თბილისში, ზღვის უბნის დასახლებასთან - კვირის პალიტრა

ხანძარი გაჩნდა თბილისში, ზღვის უბნის დასახლებასთან

თბილისში, ზღვის უბნის დასახლებასთან ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ხმელი ბალახი იწვის.

მათივე ცნობით, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ხანძრის ლიკვიდირებას ცდილობენ.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.