როგორი იყო ცნობილი "ტრიფონიას" ცხოვრება ეკრანს მიღმა? - შემოქმედი, მწერალი და მსახიობი ცხინვალიდან - კვირის პალიტრა

როგორი იყო ცნობილი "ტრიფონიას" ცხოვრება ეკრანს მიღმა? - შემოქმედი, მწერალი და მსახიობი ცხინვალიდან

ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი­სა და კი­ნო­რე­ჟი­სო­რე­ბის­თვის ის თა­ვი­დან­ვე ნი­ჭი­ე­რი მწე­რა­ლი და გე­ნი­ა­ლუ­რი სცე­ნა­რე­ბის ავ­ტო­რად აღი­ა­რეს, თუმ­ცა მა­ლე­ვე, რე­ჟი­სო­რე­ბის მო­თხოვ­ნით, ის რამ­დე­ნი­მე ფილმშიც გა­და­ი­ღეს... მე­რაბ ელი­ო­ზიშ­ვილ­მა სა­ო­ცა­რი სა­ხე­ე­ბი და­უ­ტო­ვა ქარ­თულ კი­ნოს... მისი რო­ლე­ბი­დან მა­ყუ­რე­ბელს გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს მე­მან­ქა­ნე ტრი­ფო­ნია, ფილ­მი­დან „შე­რე­კი­ლე­ბი“...

მე­რაბ ელი­ო­ზიშ­ვი­ლი არა­ერ­თი მო­თხრო­ბი­სა და გე­ნი­ა­ლუ­რი ფილ­მის სცე­ნა­რის ავ­ტო­რია, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ კი­ნოკ­ლა­სი­კა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი... სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­ში დი­აკ­ვნად ეკურ­თხა და სა­სუ­ლი­ე­რო პირი, მამა ელი­ო­ზი გახ­და.

მე­რაბ ელი­ო­ზიშ­ვი­ლი ცხინ­ვალ­ში და­ი­ბა­და. იქვე და­ამ­თავ­რა სა­შუ­ა­ლო სკო­ლა, სწავ­ლა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­აგ­რძე­ლა. ცხინ­ვალ­ში მი­ღე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრში გა­მო­ი­ყე­ნა, სა­დაც ვი­ო­ლი­ნო­ზე უკ­რავ­და... 1958 წელს, ჟურ­ნალ „ცის­კრის“ მე-12 ნო­მერ­ში, მისი პირ­ვე­ლი სამი მო­თხრო­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდა. მას შემ­დეგ მწე­რალს ამ ჟურ­ნალ­თან შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კავ­ში­რი არ გა­უ­წყვე­ტია.

2019 წელს რე­ჟი­სორ­მა ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ამ და მსა­ხი­ობ­მა იმე­და კა­ხი­ან­მა კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე გა­ი­ა­რეს. კა­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე, 55 წლის შემ­დეგ მე­ო­რედ აჩ­ვე­ნეს ქარ­თუ­ლი ფილ­მი „თეთ­რი ქა­რა­ვა­ნი“, ამ­ჯე­რად ეს ნა­მუ­შე­ვა­რი ფეს­ტი­ვა­ლის კლა­სი­კუ­რი ფილ­მე­ბის სექ­ცი­ა­ში წარ­დგა. ფილ­მი მე­რაბ ელი­ო­ზიშ­ვი­ლის მო­თხრო­ბის - „გზე­ბი და გზაჯ­ვა­რე­დი­ნე­ბის“ მი­ხედ­ვით ორმა რე­ჟი­სორ­მა - ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ამ და და თა­მაზ მე­ლი­ა­ვამ გა­და­ი­ღო.

„ჟურ­ნალ „ცის­კარ­ში“ წა­ვა­წყდით მე­რაბ ელი­ო­ზიშ­ვი­ლის ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მო­თხრო­ბე­ბის ციკლს. იქვე იყო მისი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჩა­ნა­ხა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თველ მე­ცხვა­რე­ებს ეძღვნე­ბო­და. ეს ნა­წარ­მო­ე­ბი გახ­და ბიძ­გი, რა­მაც მე­რაბ­თან შეგ­ვახ­ვედ­რა. ფილ­მის ერთ-ერთი გმი­რი თა­ვად მე­რა­ბიც გახ­და და ეს შემ­თხვე­ვი­თო­ბა არ ყო­ფი­ლა. მთე­ლი გა­და­ღე­ბე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით სცე­ნარ­ზე. მე­რა­ბი, რო­გორც სცე­ნა­რის­ტი და მსა­ხი­ო­ბი, აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის ცხოვ­რე­ბა­ში. მის­მა უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბამ რა­ღაც­ნა­ი­რად დაგ­ვა­ახ­ლო­ვა და სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა ჩვენს მუდ­მივ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას,“ - იხ­სე­ნებ­და რე­ჟი­სო­რი ელ­დარ შენ­გე­ლა­ია.

"დიდი მწვა­ნე ველი"1967 წელს მე­რაბ ელი­ო­ზიშ­ვი­ლის სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით კი­დევ ერთი დიდი ფილ­მი „დიდი მწვა­ნე ველი“ რე­ჟი­სორ­მა მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვილ­მა შექ­მნა. ეს ნა­მუ­შე­ვა­რი ქარ­თუ­ლი კი­ნოს ნამ­დვი­ლი კლა­სი­კაა. „მე­რა­ბი ნი­ჭი­ე­რი და კო­ლო­რი­ტუ­ლი კაცი იყო. სცე­ნა­რი ფილ­მის­თვის „დიდი მწვა­ნე ველი“ თვი­თონ შე­მომ­თა­ვა­ზა. მთა­ვა­რი გმი­რის ხა­სი­ა­თი უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა - ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბი­სა და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის შე­ჯა­ხე­ბა, ბუ­ნე­ბის ნგრე­ვის მა­რა­დი­უ­ლი სა­კი­თხი. მა­შინ­ვე გა­დავ­წყვი­ტე ფილ­მის გა­და­ღე­ბა. სცე­ნა­რი ჯერ კი­დევ ბო­ლომ­დე არ იყო მიყ­ვა­ნი­ლი, რო­დე­საც ერ­წოს ტბა­ზე გა­და­ღე­ბე­ბი და­ვი­წყეთ. ეს ცხინ­ვა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა, სა­ოც­რად ლა­მა­ზი ად­გი­ლია. შემ­დეგ მას­თან ცხინ­ვალ­ში ჩავ­დი­ო­დი, მთე­ლი დღე­ე­ბი ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით და ვხვე­წდით სცე­ნარს. მას უზო­მოდ უყ­ვარ­და სამ­შობ­ლო, ოჯა­ხი და ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც აკე­თებ­და. სი­კე­თის მეტი მას ქვეყ­ნად არა­ფე­რი და­უ­ტო­ვე­ბია... ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და ცხინ­ვა­ლის სახ­ლის და­კარ­გვას,“ - იხ­სე­ნებს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში რე­ჟი­სო­რი მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი.

"ბე­ბე­რი მე­ზურ­ნე­ე­ბი"ვა­ლე­რი­ან კვა­ჭა­ძის მიერ 1973 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი „ბე­ბე­რი მე­ზურ­ნე­ე­ბი“ მე­რაბ ელი­ო­ზიშ­ვი­ლის კი­დევ ერთი სცე­ნა­რია. სუ­რა­თი ძვე­ლი თბი­ლი­სის უკა­ნას­კნელ მო­ო­ჰი­კა­ნებ­ზე - სამ ხან­დაზ­მულ მე­ზურ­ნე­ზა. ფილ­მა ეკ­რა­ნებ­ზე გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე დიდი აღი­ა­რე­ბა და შე­ფა­სე­ბა მო­ი­პო­ვა.• „დი­დე­დე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი“ვინც მე­რებ ელი­ო­ზიშ­ვილს იც­ნობ­და, ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავს, რომ მდი­და­რი ქარ­თუ­ლი ენის პატ­რო­ნი იყო. წარ­მო­შო­ბით, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ცხინ­ვა­ლი­დან გახ­ლდათ და უზო­მოდ უყ­ვარ­და თა­ვი­სი მხა­რე. სწო­რედ „დი­დე­დე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი“ ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბებს მი­უ­ძღვნა, რაც ზუს­ტად ასა­ხავს ამ რე­გი­ო­ნის კი­ლოს, მე­ტყვე­ლე­ბას. ამ ფილ­მის ეკ­რა­ნი­ზა­ცია კი რე­ჟი­სორ ნანა მჭედ­ლი­ძეს ეკუთ­ვნის. ვრცლად