"პარტიის თავმჯდომარეობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია - მე უნდა ვიყო სწორი შუამავალი ხალხსა და მიშას შორის - პოლიტიკური ლიდერი, პრემიერობის კანდიდატი უნდა იყოს მიშა, ამ რეფორმების ხელმძღვანელი უნდა იყოს მიშა"
უნდა ითქვას, რომ მიშა არის ამ პარტიის ლიდერი. ოპოზიციაში მყოფი ჩვენი ოპონენტები ამას იყენებენ, მაგრამ ჩვენ ასე ვფიქრობთ, მათ ეს მოსწონთ თუ არა, - ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტქალაქში“ განაცხადა.
ჟორჟოლიანის თქმით, მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გარკვეული იდეები აქვს პარტიასთან დაკავშირებით და რეფორმების ჩატარებასაც აპირებს.
„თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. მე მგონი, ცოტა სხვა გზით მივდივართ. არ მინდა, მიშას დავასწრო ეს ამბები. ძალაში რაც რჩება, ეს არის რეფორმები. მე შიგნით შესვლამ, შეხვედრებმა რაღაცები უფრო ახლოდან დამანახა და დამარწმუნა იმაში, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც რეფორმების ჩატარება შეუძლია, ეს არის თვითონ მიშა. პატიმრობის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, მისი გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება.
მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი იდეა გაუჩნდა, უბრალოდ, მე არ ვიქნები სწორი, რომ მის იდეებზე ვისაუბრო, თავად უნდა ალბათ ამის წარდგენა და უახლოეს დღეებში იქნება, მაგრამ მინიშნებას გავაკეთებ - ეს იქნება დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება რეფორმებზე პარტიის შიგნით. ამის ხელმძღვანელი იქნება მიშა.
უნდა ითქვას, რომ მიშა არის ამ პარტიის ლიდერი. ოპოზიციაში მყოფი ჩვენი ოპონენტები ამას იყენებენ, მაგრამ ჩვენ ასე ვფიქრობთ, მათ ეს მოსწონთ თუ არა. ეს ადამიანები მიშას მაგიდასთან 2012 წლის ბოლო დღემდე ისხდნენ. 2012 წლის ბოლო დღემდე ყველაზე გავლენიანი სტატუსი რომ გაქვს, ისეთი, როგორიც არის უშიშროების საბჭოს მდივნობა, გარდა ამისა, მის მაგიდასთან ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა ხარ (ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მის მეუღლეს) და დღეს ციხეში მყოფ სააკაშვილზე მელაპარაკები, რომ ავტოკრატი იყო, არასწორია. ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ მიშა უნდა იყოს რეფორმების ხელმძღვანელი, მიშამ უნდა განსაზღვროს, ეს პარტია როგორი უნდა რომ იყოს იმიტომ, რომ ამ პარტიაში არის ამდენი წლის ნაბრძოლი ხალხი. გააგრძელეთ კითხვა