“საკუთარი სურვილით წამოვედი თეატრიდან, სცენაზე თავს კარგად ვერ ვგრძნობდი - ეს ბოჰემა, კულისები ჩემი არ არის, არ შემიძლია“ - ნანიკო ხაზარაძის “სახალხო ინტერვიუ“ - კვირის პალიტრა

“საკუთარი სურვილით წამოვედი თეატრიდან, სცენაზე თავს კარგად ვერ ვგრძნობდი - ეს ბოჰემა, კულისები ჩემი არ არის, არ შემიძლია“ - ნანიკო ხაზარაძის “სახალხო ინტერვიუ“

რო­გორც უკვე იცით, “სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ სტუ­მა­რი იყო ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე. მან ambebi.ge -ზე მის­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ შე­კი­თხვებს “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში უპა­სუ­ხა. ამ ინ­ტერ­ვი­უს ნა­წი­ლი მიმ­დი­ნა­რე კვი­რას შე­მოგ­თა­ვა­ზეთ, მე­ო­რე ნა­წილს კი ახლა გთა­ვა­ზობთ. სრუ­ლი ინ­ტერ­ვი­უს ნა­ხავს კი ქვე­მოთ მი­თი­თე­ბულ ბმულ­ზე შეძ­ლებთ.

ხვი­ჩა:

- სი­გა­რე­ტის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა რო­გორ შე­ძე­ლით? გაგ­ვი­ზი­ა­რეთ თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა. მეც მინ­და სი­გა­რეტს თავი და­ვა­ნე­ბო...

- ბევ­რი წელი სი­გა­რეტს ვებ­რძო­დი ხან ნი­კო­რე­ტი გა­მო­ვი­წე­რე - ნი­კო­ტი­ნის სა­ღე­ჭი რე­ზი­ნია, რო­მე­ლიც თით­ქოს გუ­ლის­რე­ვის სპაზმს იწყებს და ვე­ღარ ეწე­ვი, მაგ­რამ პა­რა­ლე­ლუ­რად მა­ინც ვე­წე­ო­დი. მერე რა­ღაც პლას­ტი­რე­ბი ვი­შო­ვე, წამ­ლე­ბი ვსვი და ვე­რაფ­რით მო­ვე­რიე სი­გა­რეტს... თავი რომ ვერ და­ვა­ნე­ბე, ჩემი ერთ-ერთი ნაც­ნო­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით, წა­ვე­დი და კოგ­ნი­ტუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის ორი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ნას ხუთი ლექ­ცია მო­ვის­მი­ნე. მახ­სოვს, პირ­ვე­ლი ლექ­ცი­ის ბო­ლოს რა­ღაც­ნა­ი­რად გულ­ში გა­მე­ღი­მა და ვი­ფიქ­რე, ამ­ხე­ლა “ფი­ლარ­მო­ნია ქალს“ ორმა ნი­ნომ სი­გა­რეტს რო­გორ უნდა და­მა­ნე­ბე­ბი­ნოს თავი-თქო?!. მოკ­ლედ ხუთი ლექ­ცია მო­ვის­მი­ნე, ოღონდ, მარ­თლა გე­უბ­ნე­ბით, აღარ მინ­დო­და იქ სი­ა­რუ­ლი, უბ­რა­ლოდ იმ ორი ნი­ნოს პა­ტი­ვის­ცე­მით ის ხუთი ლექ­ცია ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნე. ბოლო ლექ­ცია 2020 წლის 7 მარ­ტი იყო, რამ­დე­ნი­მე დღე­ში ქა­ლა­ქი ჩა­ი­კე­ტა და პან­დე­მი­ის გამო ლოკ­და­უ­ნი გა­მო­ცხად­და. 7 მარტს მახ­სოვს, ბოლო ლექ­ცი­ა­ზე მოვ­წი­ეთ ყვე­ლამ ერ­თად ბოლო სი­გა­რე­ტი. ნი­ნო­ებ­მა ჯგუ­ფის ოთხ წევ­რს გთხო­ვეს, ჩან­თა­ში, ჯი­ბე­ში თუ გვქონ­და რა­ი­მე თამ­ბა­ქოს­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი, იქ დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა. რა თქმა უნდა, რა­ღა­ცე­ბი ამო­ვი­ღე და და­ვი­ნა­ხე, რომ ჩან­თა­ში ერთი კო­ლო­ფი მედო. რამ­დე­ნი­მე ღერი სი­გა­რე­ტი და სან­თე­ბე­ლა იდო. არ ამო­ვი­ღე იმი­ტომ, რომ ჩემს თავს იქვე ვუ­თხა­რი ჩუ­მად, აქე­დან რომ გა­ვალ, მოვ­წევ-თქო. მას შემ­დეგ ის სი­გა­რე­ტიც სახ­ლში მი­დევს და ის სან­თე­ბე­ლაც. სი­გა­რე­ტი აღარ მომ­წე­ვია დიდი მად­ლო­ბა ორ ნი­ნოს და დიდი ბო­დი­ში, რომ არ მწამ­და თქვე­ნი! თქვენ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სას­წა­უ­ლი მო­ახ­დი­ნეთ.

ზურა:

- პრო­ფე­სორს, ქი­რურგს, ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ მა­მას სა­ერ­თოდ რა ად­გი­ლი ეკა­ვა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში? უჯე­რებ­დით?

- არ გვქონ­და ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლად მას ჩემ­თვის ეთ­ქვა და მე მის­თვის და­მე­ჯე­რე­ბი­ნა. მო­წი­წე­ბით მე­პყრო­ბო­და, მის­თვის ვი­ყა­ვი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი, ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი, ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რი, აი, ყვე­ლა­ზე, ყვე­ლა­ზე... ამი­ტომ მა­მა­ჩე­მის­თვის მი­სა­ღე­ბი იყო ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ვა­კე­თებ­დი. ვერ იტან­და ვე­რა­ვის, თუკი შე­ამ­ჩნევ­და, რომ ოდ­ნავ გა­დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლად ვი­ღაც გა­მომ­ხე­და... მის­თვის ვი­ყა­ვი რა­ღაც წარ­მო­უდ­გენ­ლად სრულ­ყო­ფი­ლი და სა­უ­კე­თე­სო არ­სე­ბა... ერ­თა­დერ­თი, რო­დე­საც ქმარს, ლი­ლუს მა­მას გავ­შორ­დი, მას არ ვუ­თხა­რი, ტყუ­ილ­ში ვა­ცხოვ­რებ­დი, რად­გან ვი­ცო­დი, რომ ამ ამ­ბავს ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და. ამი­ტომ არ ვე­უბ­ნე­ბო­დი. როცა მე­კი­თხე­ბო­და, - ლე­ვა­ნი­კო სად არის, რა­ტომ არ მო­დის? რა­ტომ ვერ ვხე­დავ. ვე­უბ­ნე­ბო­დი იქ გაფ­რინ­და, რა­ღაც საქ­მე აქვს. მოკ­ლედ ასე რა­ღაც­ნა­ი­რად რამ­დე­ნი­მე წელი გა­და­ვა­გო­რე და ერთხელ მახ­სოვს, მი­რე­კავს გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ხმით, ნანა (ნა­ნას მა­შინ მე­ძახ­და, როცა ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, ან გა­უ­გებ­რო­ბა­ში იყო). მამა რა ხდე­ბა-მეთ­ქი? - ვკი­თხე. სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით ვმგზავ­რობ­დი და უკა­ნა სკამ­ზე შენ­ზე ჭო­რა­ობ­დნენ - ქმარს გა­შორ­დაო. ქმარს მარ­თლა გა­შორ­დი?! თურ­მე სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი­დან წნე­ვით, კრი­ზით ჩა­მო­ვი­და. სახ­ლამ­დე ძლივს მი­აღ­წია... მოკ­ლედ ასე გა­ი­გო, კარ­გა ხნის შემ­დეგ ეს ამ­ბა­ვი. არ ვე­უბ­ნე­ბო­დი, რად­გან სულ ჩემ­ზე ნერ­ვი­უ­ლობ­და. ამი­ტომ რა­ღაც- რა­ღა­ცე­ბი, რა­ზეც ვი­ცო­დი, რომ ინერ­ვი­უ­ლებ­და, ვცდი­ლობ­დი, და­მე­მა­ლა. გააგრძელეთ კითხვა