"82 დღის შემდეგ უცებ სატურაცია დაეცა და გულიც გაჩერდა...“ - რა არის ცნობილი 8 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე - კვირის პალიტრა

"82 დღის შემდეგ უცებ სატურაცია დაეცა და გულიც გაჩერდა...“ - რა არის ცნობილი 8 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე

8 წლის მო­ზარ­დი 82-დღი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ავ­თუ­კა თა­ვარ­თქი­ლა­ძეს რამ­დე­ნი­მე თვის წინ ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, რად­გან მას თავ­ში სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი ჰქონ­და. პა­ტა­რა ავ­თუ­კას უმ­ძი­მეს ამ­ბავს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ბა­ბუა წერს:

"ტე­ლე­ფონ­მა და­რე­კა. მე­უღ­ლე იყო. ავ­თუ­კა სკო­ლა­ში ცუ­დად გახ­და და სას­წრა­ფოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ვიყ­ვა­ნე­თო.რომ მოხ­ვალ მა­შინ გე­ტყვიო. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რომ მი­ვე­დი "კა­ტეს" ოთახ­ში ჰყავ­დათ. მი­თხრეს, მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის ამ­ღე­რებ­და. ჩვენც იქ ვი­ყა­ვით. ქეთი ვი­დე­ოს უღებ­და სიმ­ღე­რის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ბავ­შვი გარ­ბის დე­დას­თან და ეუბ­ნე­ბა დედა ჰა­ერს ვერ ვსუნ­თქა­ვო და თავ­ში ხე­ლე­ბი მო­ი­ჭი­რაო. სას­წრა­ფოდ ხელ­ში აყ­ვა­ნი­ლი მი­იყ­ვა­ნა მან­ქა­ნას­თან. მე კალ­თა­ში ჩა­ვის­ვი.

5 წუთ­ში აქ ვი­ყა­ვი­თო. გა­თიშ­ვის წინ დედა და­ი­ძა­ხაო. ამა­სო­ბა­ში კა­ტეს ოთა­ხი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს. ექიმს ვკი­თხე; მე ბავ­შვის ბა­ბუა ვარ, მი­თხა­რით რა სჭირს ბავ­შვს მეთ­ქი. "კა­ტემ" აჩ­ვე­ნა რომ თავ­ში 70 მლ სის­ხლჩაქ­ცე­ვა აქ­ვსო. სას­წრა­ფოდ გა­და­საყ­ვა­ნი და სა­ო­პე­რა­ციო არი­სო. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ მი­თხრა. 8 წლის ბავ­შვის თავ­ში სის­ხლის ჩაქ­ცე­ვა გა­გო­ნი­ლიც არ მქონ­და. გავ­შტერ­დი. გავ­შეშ­დი. ჭკუა და გო­ნე­ბა ამე­რია. ვე­რა­ფერს ვფიქ­რობ­დი. ის ვთქვი თბი­ლის­ში წა­მაყ­ვა­ნი­ნეთ ხარ­ჯებს მე დავ­ფა­რავ მეთ­ქი.

განაგრძეთ კითხვა