რა სიახლეებია თბილისის ახალი სტადიონის აშენებასთან დაკავშირებით, რომელიც 70 ათას კაცზე იქნება გათვლილი?! - კვირის პალიტრა

რა სიახლეებია თბილისის ახალი სტადიონის აშენებასთან დაკავშირებით, რომელიც 70 ათას კაცზე იქნება გათვლილი?!

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, თბილისში, ახალი ეროვნული სტადიონის ასაშენებლად, ამ დროისთვის, 265 000 კვ.მ მიწის ფართობი გამოისყიდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ფონდიდან საჯარო წესით გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, გამოსასყიდი მიწის ნაკვეთების ფართობი დაახლოებით 5000 კვ.მ-ს შეადგენს.

მათივე ინფორმაციით, პროექტთან დაკავშირებული შემდგომი ეტაპების დაგეგმვა და განხორციელება გამოსყიდვის პროცედურის დასრულების შემდგომ დაიწყება.

„ამ ეტაპზე, ფონდის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, მიმდინარეობს უძრავი ქონებების კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდვის პროცედურები. აქვე გეტყვით, რომ ამ დროისთვის გამოსყიდული/ სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი შეადგენს დაახლოებით 265 000 კვ.მ-ს, ხოლო გამოსასყიდი მიწის ნაკვეთების ფართობი დაახლოებით - 5000 კვ.მ-ს. ზემოაღნიშნული პროცედურების დასრულების შემდგომ დაიწყება პროექტთან დაკავშირებული შემდგომი ეტაპების დაგეგმვა და განხორციელება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, თბილისში, ახალი 70 ათას გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონის აშენება იგეგმება.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა