“31 წლის მანძილზე ეს ფირი იყო დაკარგული“ - ჯანსუღ კახიძის “იავნანა“ და თამრიკო ჭოხონელიძის ბრწყინვალე შესრულება - რა კადრებს გვიზიარებს მარიამ როინიშვილი - კვირის პალიტრა

“31 წლის მანძილზე ეს ფირი იყო დაკარგული“ - ჯანსუღ კახიძის “იავნანა“ და თამრიკო ჭოხონელიძის ბრწყინვალე შესრულება - რა კადრებს გვიზიარებს მარიამ როინიშვილი

მარიამ როინიშვილი უნიკალურ კადრებს გვიზიარებს და ვიდეოსთან ერთად პოსტს აქვეყნებს:

“1995 წ. თამრიკო ჭოხონელიძე და ჯანო კახიძე ორკესტრთან ერთად “იავნანა” „გამოჩნდა 31 წლის შემდეგ თქვენთვის ახლა თითქმის პრემიერაა, რადგან 31 წლის მანძილზე ეს ფირი იყო დაკარგული. ვერაფრით ვერ იპოვეს და შემთხვევით ახლა აღმოვაჩინეთ. ეს ახლა სიურპრიზი იქნება თამრიკო ჭოხონელიძესთვისაც, რომლის ეს ნამღერი ფილმიდან "იავნანა", ხატივით ცალკე დგას და ამდენი წელია, ფილმი ნანახიც რომ არ გქონდეთ, კახიძის თამრიკოსეული იავნანა იცის ყველამ, უფილმოდ ეს გახლავთ პირველი კონცერტი ფილმის (1994წ) გადაღების შემდეგ თქვენ ახლა უყურებთ 1995 წლის "ლაივ" კონცერტს.თქვენს წინაშეა დიდი ჯანო კახიძე მისი ორკესტრით და მუსიკალური ინტელექტით გამორჩეული თამრიკო ჭოხონელიძე. “

ჩანაწერს ეხმიანება თავად თამრიკო ჭოხომნელიძე და სოციალურ ქსელში ამაღელვებელ სიტყვებით პასუხობს:

“რას შეიძლებოდა ასე გავეხარებინე არ ვიცი...გამახსენდა ყველაფერი... ყველაფერი კარგი და დროებით დამავიწყა ის,რაც დღევანდელ ყოფაში გულს მტკენს და ხვალინდელი დღის იმედს და ხალისს მართმევს ხანდახან... ამ ჩანაწერზე ხელიც ჩაქნეული მქონდა, მეგონა საბოლოოდ დაიკარგა.. თამარა გოგელიძეს მინდა უდიდესი მადლობა ვუთხრა ამ სიურპრიზისთვის! ....და იმ სითბოსთვის რასაც მე ჩემი ხალხისგან ვიღებ!

ყველას დიდი მადლობა!

ეს მე დიდ ძალას მაძლევს!ვიღაცამ დამიწერა-შენი სიმღერა აქ დამთავრდაო(ყოჩაღ!), დღეს მე კიდევ უფრო გავძლიერდი და მას ვეტყვი-ცოტა მოითმინეთ და ვნახოთ როგორ დამთავრდა ჩემი სიმღერა! - სიმღერა,რომელიც მხოლოდ სიყვარულის დიდი ძალით თანაზიარს გვხდის! მე ეს სიყვარული არასდროს გამნელებია ადამიანების და ქვეყნის წინაშე!... და ამიტომ ვიდრე ცოცხალი ვარ ყოველთვის სიმღერით გეტყვით-მიყვარხართ!!!“