სასამართლომ ბაჩო ახალაია დამნაშავედ ცნო: რამდენწლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის ყოფილ მინისტრს?! - კვირის პალიტრა

სასამართლომ ბაჩო ახალაია დამნაშავედ ცნო: რამდენწლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის ყოფილ მინისტრს?!

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს" ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.

მისი გადაწყვეტილებით ბაჩო ახალაიას 2,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ახალია, შესაბამისად, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას ბრალი სასამართლოზე ნათქვამი ფრაზისთვის: "მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს", წაუყენეს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა