(ფოტო/ვიდეო) გამანადგურებელმა ტაიფუნმა ქალაქები წყლის ქვეშ მოაქცია - შემზარავი კადრები ჩინეთიდან - კვირის პალიტრა

(ფოტო/ვიდეო) გამანადგურებელმა ტაიფუნმა ქალაქები წყლის ქვეშ მოაქცია - შემზარავი კადრები ჩინეთიდან

ჩი­ნე­თის სამ­ხრეთ­ში ნამ­დვი­ლი სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და. ტრო­პი­კულ­მა შტორმ­მა "მა­ი­საკ­მა", რო­მელ­მაც მა­ნამ­დე ვი­ეტ­ნამ­სა და ჰა­ი­ნა­ნის პრო­ვინ­ცი­ას გა­და­უ­ა­რა, ახლა ქვეყ­ნის შიდა რე­გი­ო­ნებს შე­უ­ტია.

სტი­ქი­ას 2 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ათი­ა­თა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე კი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი სას­წრა­ფოდ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

china1-33832-1783403505.jpg

ქა­ლა­ქე­ბი წყლის ტყვე­ო­ბა­ში

გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე ვი­თა­რე­ბაა გუ­ან­სის პრო­ვინ­ცი­ა­ში. ქა­ლაქ ნა­ნინ­გში ტა­ი­ფუნ­მა ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. ქა­ლა­ქის ვიცე-მე­რის, ვეი ძი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, წყალ­დი­დო­ბამ 55 000-მდე ადა­მი­ა­ნი და­ა­ზა­რა­ლა, სა­ი­და­ნაც 48 000-ის სას­წრა­ფო ევა­კუ­ა­ცია გახ­და სა­ჭი­რო.

ვი­თა­რე­ბას ისიც არ­თუ­ლებს, რომ სამ რე­ზერ­ვუ­არ­ში წყლის დო­ნემ კრი­ტი­კულ ზღვარს გა­და­ა­ჭარ­ბა, რის გა­მოც წყალ­მა ჯე­ბი­რე­ბი გა­არ­ღვია. ქა­ლაქ გუ­ი­გან­გში კი ფარ­თო გზე­ბი ნამ­დვილ ტბე­ბად იქცა, სა­დაც დატ­ბო­რი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი წყლის ნა­კადს მი­აქვს.

განაგრძეთ კითხვა