სცენის ლეგენდა იუბილარია - იოგით გატაცება, თვითკრიტიკა და ოჯახური სიმყუდროვე: ნანი ბრეგვაძის “სახალხო ინტერვიუში“ - კვირის პალიტრა

სცენის ლეგენდა იუბილარია - იოგით გატაცება, თვითკრიტიკა და ოჯახური სიმყუდროვე: ნანი ბრეგვაძის “სახალხო ინტერვიუში“

Ambebi.ge-სა და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს" მო­რი­გი სტუ­მა­რია ქარ­თუ­ლი სცე­ნის ლე­გენ­და, მომ­ღე­რა­ლი ნანი ბრეგ­ვა­ძე. მან მის­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უ­დან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს, ხოლო "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ სრუ­ლი ვერ­სი­ის ნახ­ვას კი მი­თი­თე­ბულ ბმულ­ზე შეძ­ლებთ.

ნინო:

- მო­გე­სალ­მე­ბით, ქალ­ბა­ტო­ნო ნანი. გვიყ­ვარ­ხართ. რო­გორ ბრძან­დე­ბით? რო­გო­რია თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოდ გან­ვლი­ლი 90 წელი?

- მო­გე­სალ­მე­ბით! მე ვარ ნანი ბრეგ­ვა­ძე. სი­ა­მოვ­ნე­ბით გაგ­ცემთ პა­სუხს თქვენს კი­თხვებ­ზე... ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა მქონ­და და ჩემი ცხოვ­რე­ბით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ.

2e0e648c-98a5-42a1-97d2-be2437dc0890-34452-1783404750.jpg

ნატა:

- ბავ­შვო­ბა­ში რო­გო­რი იყო თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი? რო­მე­ლი­მეს ხომ არ გა­იხ­სე­ნებთ? სა­ერ­თოდ, რო­გო­რი ბავ­შვი იყა­ვით?

- სა­ერ­თოდ, ბავ­შვო­ბა მქონ­და შე­სა­ნიშ­ნა­ვი და ლაღი. უწინ ყვე­ლას ჰქონ­და თა­ვი­სი ეზო იქ, სა­დაც ცხოვ­რობ­და. და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ მახ­სოვს, მაგ­რამ ნაძ­ვის ხის დღე­სას­წა­უ­ლი კი - ყო­ველ­თვის! მქონ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, ნამ­დვი­ლი ნაძ­ვის ხე, სა­უ­კე­თე­სო სა­თა­მა­შო­ე­ბით. დე­და­ჩე­მი ყო­ველ­თვის მი­წყობ­და ამ დღე­სას­წა­ულს და ეს ჩემ­თვის დიდი ამ­ბა­ვი იყო. მგო­ნია, რომ ძა­ლი­ან დამ­ჯე­რი, მაგ­რამ, ამავდრო­უ­ლად, ცელ­ქი ბავ­შვი ვი­ყა­ვი.

თინა:

- რა ასაკ­ში და­ი­წყეთ სიმ­ღე­რა და პირ­ვე­ლად ვინ აღ­მო­ა­ჩი­ნა თქვენ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი? ვინ იყო თქვე­ნი მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი?

- დე­და­ჩე­მის­გან ვიცი, რომ სიმ­ღე­რა ორი წლი­დან და­ვი­წყე. ვმღე­რო­დი იმას, რა­საც დედა ძი­ლის წინ მიმ­ღე­რო­და, თა­ნაც - აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რად. მერე სიმ­ღე­რა ჩემ­მა ოჯახ­მა მას­წავ­ლა, რად­გან ჩვენ­თან ყვე­ლას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი ჰქონ­და: ყვე­ლა ჩემი დე­ი­და მღე­რო­და. ერთ-ერთი დე­ი­და, ქე­თუ­ნია მი­ქე­ლა­ძე, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მომ­ღე­რა­ლი იყო. ბევ­რი სიმ­ღე­რა სწო­რედ მათ­გან შე­ვის­წავ­ლე. მე სიმ­ღე­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი არა­სო­დეს მყო­ლია, ჩემი ოჯა­ხი იყო ჩემი მას­წავ­ლე­ბე­ლი.თუმ­ცა, რო­დე­საც დე­დამ მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი და მუ­სი­კი­სად­მი ინ­ტე­რე­სი და­მი­ნა­ხა, მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში, სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ზე შე­მიყ­ვა­ნა.

ლიკა:

- ბავ­შვო­ბა­ში ცელ­ქი იყა­ვით თუ დამ­ჯე­რი? რა ინ­ტე­რე­სე­ბი გქონ­დათ?

- ბავ­შვს მა­შინ რა ინ­ტე­რე­სე­ბი უნდა მქო­ნო­და? - თა­მა­ში. ჩვე­ნი ეზო ძა­ლი­ან დიდი იყო, ბევ­რი რუსი და სო­მე­ხიც ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა ბრეგ­ვა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი - ჩემი ბი­ძე­ბი, ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი, მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი - ყვე­ლა­ნი ერ­თად ვცხოვ­რობ­დით. გავ­დი­ო­დით ქუ­ჩა­ში და სპექ­ტაკ­ლებს ვდგამ­დით. მე, რა­ტომ­ღაც, ყო­ველ­თვის მთა­ვა­რი, მზე­თუ­ნა­ხა­ვის როლ­ში გა­მოვ­დი­ო­დი. ეს ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს - ჩვე­ნი მო­გო­ნი­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბი...

განაგრძეთ კითხვა