"დედაჩემმა მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა. მშიერი წვებოდა, რომ მე მეჭამა. ფული არ გვქონდა, კვირაში 7 დღე და ღამე დამლაგებლად მუშაობდა, რომ ფეხბურთზე მევლო და მეთამაშა" - კრიშტიანუ რონალდუ დედის შესახებ - კვირის პალიტრა

"დედაჩემმა მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა. მშიერი წვებოდა, რომ მე მეჭამა. ფული არ გვქონდა, კვირაში 7 დღე და ღამე დამლაგებლად მუშაობდა, რომ ფეხბურთზე მევლო და მეთამაშა" - კრიშტიანუ რონალდუ დედის შესახებ

რთხელ კრიშტიანუ რონალდუს ჰკითხეს, რატომ ცხოვრობს დედასთან, მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით შემოსავალი და ყველა პირობა აქვს, რომ ცალკე, დამოუკიდებლად იცხოვროს. მან კი ჟურნალისტებს ისეთი პასუხი გასცა, რამაც უამრავ მკითხველს დადებითი ემოციები აჩუქა და ცრემლი მოჰგვარა:

წლების წინ კრიშტიანუს რონალდუს ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობდა და ფინანსური სირთულეების წინაშე იდგა. ცნობილ ფეხბურთელს კი დედა განსაკუთრებით უყვარს, რომელსაც თავდადებისა და სიყვარულის მაგალითად თვლის და ამბობს, რომ მან მის გამო უამრავი რამ გაწირა და მოიკლო.

მარტოხელა დედა, მარია ავეირო დაუღალავად მუშაობდა, რომ საკუთარ ოჯახზე ეზრუნა. ხშირად საკვების გარეშე რჩებოდა და ცდილობდა, კრიშტიანუსათვის არაფერი მოეკლო. რონალდუ ამბობს, რომ დედამ ყველაზე დიდი მოტივაცია მისცა და რომ არა მისი თავდადება და მხარდაჭერა, ის იქ არ იქნებოდა, სადაც ახლაა.

5-1705607588-2-1783406427.jpg

რონალდუ ამბობს: "დედაჩემმა მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა. მშიერი წვებოდა, რომ მე მეჭამა. ფული არ გვქონდა, კვირაში 7 დღე და ღამე დამლაგებლად მუშაობდა, რომ ფეხბურთზე მევლო და მეთამაშა."

ამიტომ, ცნობილი ფეხბურთელი დედის ამაგს არ ივიწყებს. ახლა, როცა ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მდიდარი ადამიანია, დედას ყველა პირობას უქმნის, რომ ბედნიერად იცხოვროს და არაფერი მოაკლდეს.

განაგრძეთ კითხვა