ოკუპირებული ოჩამჩირეს ახალგაზრდა დეპუტატი - ვინ არის ნათია კიკვაძე და რას წერენ მასზე აფხაზები - კვირის პალიტრა

ოკუპირებული ოჩამჩირეს ახალგაზრდა დეპუტატი - ვინ არის ნათია კიკვაძე და რას წერენ მასზე აფხაზები

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, კერ­ძოდ ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ონ­ში, ე.წ. ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის გან­მე­ო­რე­ბი­თი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ა­ტა­რეს. სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის ად­გი­ლობ­რივ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ, რო­ბერტ შინ­კუ­ბას თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბით, ილო­რის (ე.წ. ელ ირსკის) №28 სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქის კენ­ჭისყ­რის შე­დე­გე­ბი შე­ა­ჯა­მა და „არ­ჩევ­ნე­ბი“ შემ­დგა­რად გა­მო­ა­ცხა­და.

2-1783407213.jpg

სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ე.წ. საკ­რე­ბუ­ლოს "დე­პუ­ტა­ტად" ნა­თია კიკ­ვა­ძე დას­ვეს, რო­მე­ლიც სო­ხუ­მის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის მე-5 კურ­სის სტუ­დენ­ტია.

რა­ტომ გახ­და სა­ჭი­რო „ხე­ლა­ხა­ლი კენ­ჭისყრა“?

ილო­რის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში ე.წ. რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა მას შემ­დეგ გახ­და სა­ჭი­რო, რაც წი­ნა­მორ­ბედ­მა „დე­პუ­ტატ­მა“ ლე­ვან ხა­ნა­გუ­ამ პოს­ტი ვა­და­ზე ადრე და­ტო­ვა. იგი ამ პო­ზი­ცი­ა­ზე გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში იქნა „არ­ჩე­უ­ლი“, თუმ­ცა ნა­ხე­ვარ წელ­ში მან სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტის, ნა­თია კიკ­ვა­ძის ე.წ. გა­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. სა­ო­კუ­პა­ციო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ კიკ­ვა­ძე ე.წ. კა­ნონ­მდებ­ლო­ბის 31-ე მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე უკვე გა­მო­ა­ცხა­და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ ნე­ბის­მი­ერ მსგავს პრო­ცესს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის არ­ქო­ნის გამო არ აღი­ა­რე­ბენ და მათ იუ­რი­დი­უ­ლი ძალა არ გა­აჩ­ნი­ათ.

განაგრძეთ კითხვა