ერევანში პრორუსული პარტიის ლიდერი გაგიკ ცარუკიანი დააკავეს - მის სახლში ლომი, ვეფხვი და 190 ცხოველის ფიტული აღმოაჩინეს
ერევანში დააკავეს პრორუსული პარტიის “აყვავებული სომხეთის“ ლიდერი და პრემიერ-მინისტრობის ყოფილი კანდიდატი გაგიკ ცარუკიანი.
ოლიგარქის მდიდრულ სასახლეში ჩხრეკა 12 საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც ის საგამოძიებო კომიტეტში გადაიყვანეს. როგორც მედია სომხეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით წერს, გაგიკ ცარუკიანის საქმესთან დაკავშირებით ჩხრეკა ერთდროულად 70-ზე მეტ მისამართზე ჩატარდა.
საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდა ბიზნესმენის კუთვნილ სხვადასხვა საწარმოშიც.

ცარუკიანს ბრალი ედება თაღლითობაში დახმარება და ფულის გათეთრება. საქმე ეხება სომხეთ-ირანის ერთობლივ სავაჭრო პალატას, რომლის შექმნაშიც წარუკიანმა სოლიდური ინვესტიციები განახორციელა.