“1000%-ით ვიცი, რომ რაღაც არაადეკვატური დაზიანება მაქვს მიღებული. რაღაც არ არის სწორი...“ - ქეთი წიქვაძე მშობიარობის შემდგომ განსაცდელზე, დედობაზე და არველაძეების რძლობაზე გვესაუბრება - კვირის პალიტრა

“1000%-ით ვიცი, რომ რაღაც არაადეკვატური დაზიანება მაქვს მიღებული. რაღაც არ არის სწორი...“ - ქეთი წიქვაძე მშობიარობის შემდგომ განსაცდელზე, დედობაზე და არველაძეების რძლობაზე გვესაუბრება

ირინა ქიქოძის პოდკასტს მერე? მსახიობი ქეთი წიქვაძე სტუმრობდა და სხვა თემებთან ერთად, დედობაზე და არველაძეების რძლობაზეც ისაუბრა:

17-წლიანი ასაკობრივი სხვაობა პირველ და მესამე შვილს შორის– გრძნობებში განსხვავება არ არის. სიყვარულში ნამდვილად ვერ განასხვავებ, რამდენი შვილიც არ უნდა გყავდეს, მაგრამ ალბათ ტვინში ხდება რაღაც გადალაგება. რაღაც მეტი დროის დათმობა გინდა ბავშვისთვის და გენანება, რომ რაღაცებში დაკარგო დრო. თორემ სიყვარულს ვერ განასხვავებ – ვერც ერთ შვილში, ვერანაირად.

ჩემს შემთხვევაში არ იყო რთული 22 წლის ასაკში დედობა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი დამხმარე მყავდა. გარდა იმისა, რომ, დავუშვათ, ძიძა ჰყავდა ბავშვს, დედაჩემი, მეორე ბებია, დეიდები – აი, ძალიან ბევრი ადამიანი გვეხვია გარშემო და განსაკუთრებით დედაჩემი ცდილობდა, რომ მეტი თავისუფლება მოეცა ჩემთვის. ზუსტად ამიტომ დაუფიქრებლად გავაჩინე მეორე შვილიც მერე...

733557757-18406215961156374-8232033561981009581-n-1783370825-1783410700.jpg

ახლა ვხვდები, რომ დედაჩემი ძალიან ახალგაზრდა იყო მაგ დროს, როცა ბებია გახდა და ალბათ ცოტა ახალგაზრდობა წავართვი მაგ მხრივ, მაგრამ მაინც კარგია...

ფეხის მოტეხვა პატარა რეზი არველაძის გაჩენის შემდეგ...ძალიან აქტიური ორსული ვიყავი და სამშობიაროდან რომ გამოვედი, მეორე დღეს, არ ვიცი რატომ, ვიმაიმუნე, გამოვიჩინე საქმე და გავvარდი ქუჩაში. უცბად წავედი მაღაზიაში, ვიყიდე ისეთი პროდუქტი, რაც საერთოდ არ მჭირდებოდა. რაღაც უმიზეზოდ, მსუბუქად მინდოდა გავლა.

სადღაც ტვინში მაინც მეჩქარებოდა სახლში და ძალიან სწრაფად ავირბინე კიბეზე... ფეხი წამოვკარი, წავიქეცი და უცბად ისეთი, საოცარი, გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი. მივხვდი, რომ ავდგებოდი და ფეხს ვეღარ დავადგამდი..სახლში რომ ავედი და მივხვდი, ეს ტკივილი რაღაც არანორმალური იყო... უბრალოდ, მე ტკივილს ვუძლებ, არ ვკივი და ისტეიკაში არ ვვარდები... ნიკასაც იმდენად არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ მადებდა ყინულებს და მეუბნებოდა: „გამორიცხულია, მოტეხილი იყოს, ასე ვერ იჯდებიო“.

განაგრძეთ კითხვა