ემანუელ მაკრონის აფეთქებას ცდილობდნენ?! - საგანგაშო ინფორმაცია დამასკოდან
დამასკოში, სადაც ვიზიტით ემანუელ მაკრონი იმყოფება, აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას Reuters-ი უსაფრთხოების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სირიის დედაქალაქში აფეთქება იმ სასტუმროსთან ახლოს მოხდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რჩება.
ელისეის სასახლის ცნობით, მაკრონი სასტუმროში არ იმყოფებოდა და აფეთქების ხმა არ გაუგია.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონმა სირიის პრეზიდენტთან აჰმედ ალ-შარაასთან შეხვედრის მიზნით სასტუმრო აფეთქებამდე დატოვა.
"ინტერპრესნიუსი"