"ექიმი ტირილით გამოვიდა და გვითხრა, იძულებული ვარ, ბავშვს ფეხი მოვკვეთოო... “ - რატომ უჩივის 10 წლის ბიჭის ოჯახი "გორმედს"
10 წლის ბიჭის ოჯახი კლინიკა "გორმედის" ექიმების დასჯას და მათ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს. მათი თქმით, მედიკოსების გულგრილობისა და არასწორად შეფასებული მდგომარეობის გამო, მოზარდს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევა სოფელ დიდ გარეჯვარში მოხდა. ბავშვი ველოსიპედით კატაობისას დაშავდა. როგორც "ფორმულას" ბიჭის ახლობლები უყვებიან, ექიმებმა ვერ გაიგეს, რომ ბავშვს თრომბი განუვითარდა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
"ვენები დახეთქილი იყოო, თრომბი განვითარებული ყოფილა და ჩვენ ეს არ ვიცოდით რადგან, ექიმმა ვერ გაიგო, არ გაგვაფრთხილა, თუნდაც რომ შევეშინებინეთ, რომ სასწრაფოდ ჩვენ თვითონ გადაგვეყვანა ბავშვი და სასწრაფოდ მიგვეხედა.