დიმიტრი პესკოვი ოპტიმიზმს არ კარგავს?! - რა განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა - კვირის პალიტრა

დიმიტრი პესკოვი ოპტიმიზმს არ კარგავს?! - რა განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა

კიევისთვის ნატო-ს ახალი ტიპის იარაღის გადაცემა სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ხელს ვერ შეუშლის, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„უკრაინა მუდმივად ითხოვს ახალი ტიპის იარაღს, როგორც თავდაცვით, ისე შეტევითს. ეს ხელს არ უშლის სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელებას“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, „რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას ანიჭებს უპირატესობას“.

„კიევის რეჟიმის მხრიდან მშვიდობიანი გზით მოგვარების სურვილის არარსებობის პირობებში, სპეციალური სამხედრო ოპერაცია ჩვენი მიზნების სრულ მიღწევამდე გრძელდება“, - აღნიშნა პესკოვმა.

"ინტერპრესნიუსი"