რა ღირს ზაფხულში აგარაკის დაქირავება თბილისის მახლობლად?!
საქართველოში დასვენება რომ არც ისე მცირე თანხებთან არის დაკავშირებული, სიახლეს აღარავისთვის წარმოადგენს. ფასი განსაკუთრებით მაღალია იმ შემთხვევაში თუ დასვენებას თბილისის მახლობლად აგარაკის ქირაობის შემთხვევაში გადაწყვეტთ.
უძრავი ქონების ვებგვერდის ss.ge-ს მონაცემებით, თბილისის მახლობლად, აგარაკების ქირაობას 1 000 დოლარიდან შეძლებთ, ხოლო მაქსიმალური თანხა 16 000 დოლარით განისაზღვრება.
ბუნებრივია, რაც უფრო მაღალია თანხა, მით უფრო სრულ მომსახურებას გთავაზობენ გამქირავებლები. მაგალითად, ერთ თვეში 16 000 დოლარის გადახდის შემთხვევაში თქვენ დაგხვდებათ - დახურული აუზი, ჯაკუზი, ფინური საუნა, რუსული ბილიარდის და პოკერის პროფესიონალური მაგიდები, კარაოკეი, მოსასვენებელ სივრცეი, 4 სასტუმროს ნომერს (8 სტუმარი) 2 პანორამული ლიფტი და საზაფხულო ტერასას, სადაც განთავსებულია გარე ჯაკუზი და ავეჯი.
საშუალოდ 10 000 დოლარი ღირს აგარაკები წავკისში, წყნეთსა და შინდისში, სადაც უმეტესობა უცხოვრებელია და ასევე სრული კომფორტით არის აღჭურვილი.
შედარებით ბიუჯეტურად დაისვენებთ მანგლისში, სადაც ერთი თვის ღირებულება საშუალოდ 2 500 ლარია.
რაც შეეხება საგურამოს, ერთი თვით ზაფხულის გატარებაში აქ მინიმუმ 1 200 დოლარი დაგიჯდებათ. დასვენების ღირებულება, კომფორტის შესაბამისად, აქ 6 000 დოლარამდე იზრდება.