არასრულწლოვანს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა: რადიკალური დაჯგუფების საქმე - კვირის პალიტრა

არასრულწლოვანს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა: რადიკალური დაჯგუფების საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამების, ჯგუფური მოქმედების ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ერთ-ერთ არასრუწლოვან ბრალდებულს, რომელიც „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე იყო, 14,6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

როგორც საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებული მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ, ძალადობას და წამებას უწევდა ორგანიზებას.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამებაში, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე ბრალდებული, დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ, ძალადობას და წამებას უწევდა ორგანიზებას და ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა დაზარალებულებზე.

განაგრძეთ კითხვა