(ვიდეო) "სოხუმი და სუჰუმი დაძმობილდნენ" - ოკუპირებულ აფხაზეთში, განის ქალაქ სუჰუმიდან დელეგაცია ჩავიდა - კვირის პალიტრა

(ვიდეო) "სოხუმი და სუჰუმი დაძმობილდნენ" - ოკუპირებულ აფხაზეთში, განის ქალაქ სუჰუმიდან დელეგაცია ჩავიდა

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთს გა­ნი­დან დე­ლე­გა­ცია ეწ­ვია. სტუმ­რებს ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ოლეგ ბარ­ციც­მა უმას­პინ­ძლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სტუმ­რე­ბი სო­ხუმ­ში ჩა­ვიდ­ნენ გა­ნის ქა­ლაქ სუ­ჰუ­მი­დან და რო­გორც "აპს­ნიპ­რე­სი" წერს, "ამ ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, სო­ხუ­მი და სუ­ჰუ­მი დაძ­მო­ბილ­დნენ"ბარ­ცი­ცი მი­ე­სალ­მა დე­ლე­გა­ცი­ას და მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ხა­ტა მათი სურ­ვი­ლის­თვის, გა­ნა­ვი­თა­რონ პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მან­ძი­ლი­სა.

"გულ­წრფე­ლად მი­ხა­რია, რომ ვმას­პინ­ძლობ გა­ნას რეს­პუბ­ლი­კის ამ გა­მორ­ჩე­ულ წარ­მო­მად­გენ­ლებს აფხა­ზე­თის მი­წა­ზე. თქვენ გრძე­ლი გზა გა­ი­ა­რეთ და დღე­ვან­დე­ლი ვი­ზი­ტი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა. ჩვენ ვიც­ნობთ და დი­დად ვა­ფა­სებთ გა­ნას რეს­პუბ­ლი­კას, რო­გორც ძლი­ერ, სტა­ბი­ლურ და მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბულ ერს აფ­რი­კის კონ­ტი­ნენტზე, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რა", - თქვა შეხ­ვედ­რი­სას ოლეგ ბარ­ციც­მა.

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო