სოფია როტარუს მოდელი შვილიშვილი პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე ბიჭოლასთან ერთად გამოჩნდა
პარიზის მაღალი მოდის კვირეული (Fashion Week), თავისი ბრწყინვალებითა და ექსკლუზიურობით, ყოველთვის მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია, თუმცა წელს Schiaparelli-ის მოდის სახლის ჩვენებაზე განსაკუთრებული სენსაცია 78 წლის ლეგენდარული მომღერლის, სოფია როტარუს შვილიშვილმა გამოიწვია. 25 წლის მოდელმა და ინფლუენსერმა, სოფია ევდოკიმენკომ, წითელ ხალიჩაზე ისეთი ეფექტური და ძვირადღირებული იმიჯი წარადგინა, რომ ავტორიტეტული უცხოური გამოცემების ყურადღება მიიპყრო და ყველაზე გემოვნებიან სტუმართა სიებშიც მოხვდა.

განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ჩვენებაზე მას გვერდს ცნობილი ქართველი დიზაინერი და სტილისტი ბიჭოლა უმშვენებდა, რომელიც პარიზულ ღონისძიებაზე მოდის სახლის სტუმრებთან ერთად გამოჩნდა.ავტორიტეტულმა ამერიკულმა მოდის გამოცემამ, The Zoe Report-მა, უკრაინელი მოდელი 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის მაღალი მოდის კვირეულის ყველაზე სტილურად ჩაცმულ სტუმრებს შორის შეიყვანა. ჟურნალისტებმა სოფია მისი მკვეთრი, თეატრალური და სკულპტურული სილუეტის გამო გამოარჩიეს. მოდის სამყაროში სოფია ცნობილია ფსევდონიმით სოფია ივი (Sofia Eve) – სწორედ ამ სახელით მოიხსენიებენ მას დასავლელი კრიტიკოსებიც.