რას ურჩევს ირაკლი ოქრუაშვილი ახალ ხელისუფლებას - კვირის პალიტრა

რას ურჩევს ირაკლი ოქრუაშვილი ახალ ხელისუფლებას

"ჩემთვის წინა ხელისუფლება სრულიად მიუღებელი იყო და შესაბამისად, ნებისმიერი ახალი მისაღებია. მათ მრჩევლად არ გამოვდგები. თუმცა, გეტყვით, რომ ბევრ სფეროში სიტუაციის შესაცვლელად ცოტა დრო აქვთ, არა იმის გამო, რომ სააკაშვილის რევანშია მოსალოდნელი (ეს სრულიად გამორიცხულია), არამედ იმის გამო, რომ ჩვენი ხალხი მალე ივიწყებს ყოველ მონაპოვარს და ახალს და ახალს გთხოვს ყოველ ექვსთვიან თუ ერთწლიან ციკლში. ამ სიტუაციაში მე ბევრ სფეროში "შოკური თერაპიის" მომხრე ვიქნებოდი, მაგრამ ვნახოთ, რამდენად ეფექტური იქნება მათი განსხვავებული მიდგომა" - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" ორშაბათის ნომერში.