ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა

ქარ­თვე­ლი პო­ე­ტი ტა­რი­ელ ჭან­ტუ­რია 93 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას „მწე­რალ­თა სახ­ლი“ ავ­რცე­ლებს.

ტა­რი­ელ ჭან­ტუ­რი­ამ 1932 წლის 11 ივ­ლისს, სო­ფელ სუფ­სა­ში და­ი­ბა­და. 1956 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის გან­ყო­ფი­ლე­ბა.

პირ­ვე­ლი ლექ­სი „ნა­დი­რო­ბა“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა 1951 წელს. პირ­ვე­ლი პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლი „ლტოლ­ვა“ -1964 წელს.

მისი ძი­რი­თა­დი კრე­ბუ­ლე­ბია: „სა­ქა­ნე­ლა“ (1965), „ქვა და ომი“ (1967), „ახა­ლი მთვა­რე“ (1970), „ორნი“ (1972), „და­წყვე­ტი­ლი სერ­პან­ტი­ნი“ (1973), „წყნა­რი მზის წე­ლი­წა­დი“ (1975), „თაფ­ლო­ბის სა­უ­კუ­ნე“ (1978), „პო­ე­მე­ბი“ (1979), „სტრე­სე­ბი და სი­ტყვე­ბი“ (1980), „რჩე­უ­ლი“ (1982), „ბოლ­თა“ (1993), „მწერ­ლის წი­თე­ლი წიგ­ნი“ (1985) და სხვ. ტა­რი­ელ ჭან­ტუ­რი­ას ეკუთ­ვნის ასე­ვე სა­ბავ­შვო ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლე­ბი, კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლე­ბი, თარ­გმა­ნე­ბი და სხვ.