ლიკა ქავჟარაძის ყოფილი ქმარი, ჟურნალისტი ლევან შანიძე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ლიკა ქავჟარაძის ყოფილი ქმარი, ჟურნალისტი ლევან შანიძე გარდაიცვალა

ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის ყო­ფი­ლი ქმა­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი ლე­ვან შა­ნი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

"მარ­თლა აღარ ვიცი რა ვთქვა, ახლა მი­თხრეს, რომ ლე­ვა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა... ჩვე­ნი ძმა, ჩვე­ნი სი­ე­ნე­ნა.

ბავ­შვო­ბის, ყრმო­ბის, დღე­ვან­დე­ლო­ბის მე­გო­ბა­რი და ძმო­ბი­ლი. ჟურ­ნა­ლის­ტი, ხე­ლო­ვა­ნი, ტელე და კი­ნო­ო­პე­რა­ტო­რი, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ის ერთ ერთი მე­მა­ტი­ა­ნე.აღარ ვიცი რა დავ­წე­რო. რო­გორ და რა­ნა­ი­რად.და­გიმ­კვიდ­როს ლე­ვან ძმაო სა­სუ­ფე­ვე­ლი.

შენ უკვე და­აკ­ლდი თბი­ლისს. ქა­ლაქს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გიყ­ვარ­და... ყვე­ლა მო­გო­ნე­ბამ გა­ირ­ბი­ნა თვალ­წინ. მთელ­მა ჩვენ­მა მე­გობ­რო­ბამ. ნახ­ვამ­დის ლე­ვან, იქ... ზე­ცი­ურ სა­ქარ­თვე­ლო­ში", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გი­ორ­გი ფო­ფხა­ძე.

ლე­ვან შა­ნი­ძე ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის მე­ო­რე ქმა­რი იყო. აი, რო­გორ იხ­სე­ნებ­და მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ლე­ვა­ნი ყო­ფილ ცოლს და რას ამ­ბობ­და და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ერთ ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში:"ერთხელ, მი­თხრა,– კაცო, ბო­ლოს და ბო­ლოს, ხარ ჩემი ქმა­რი თუ არა ხარ?.. კარ­გი რა, შე­მე­შა­ლაო... ჩვენ სულ გვქონ­და ერ­თმა­ნეთ­თან კონ­ტაქ­ტი. ბო­ლოს, გა­და­ცე­მის მე­ო­რე დღეს, ორ­ჯერ ვი­სა­უბ­რეთ, ვუ­თხა­რი: რო­გორ მო­მე­წო­ნე, რა კარ­გად ხარ, რა კარ­გად პა­სუ­ხობ­დი, გა­მი­ხარ­და... ნუ­რა­ვინ ნუ შორ­დე­ბა ჩხუ­ბით და სკან­და­ლით. დავ­შორ­დით, დავ­შორ­დით, რა ვქნა?ეს ჩემი გუ­ლის­ტკე­ნაა. ჩვენ ერ­თა­და­ღარ ვი­ყა­ვით, რო­გორც ცოლი და ქმა­რი. ოჯა­ხი­მარ­ტო სა­რე­ცე­ლია? არ მინ­დო­და ამა­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ იქ­ნებ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ და­ეს­ვას ამას წერ­ტი­ლი. ჩვენ შო­რის მოხ­და ის, რომ ლი­კამ თქვა: შენ, ალ­ბათ, სხვა გიყ­ვარ­სო... ჩემი გა­ყო­ფა არა­ვის­თან არ უნ­დო­და, ისე ძლი­ერ ვუყ­ვარ­დი.

განაგრძეთ კითხვა