ბათუმში სკოლის 5 მოსწავლეს ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან - დანაშაულის დეტალები - კვირის პალიტრა

ბათუმში სკოლის 5 მოსწავლეს ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან - დანაშაულის დეტალები

ბა­თუმ­ში ერთ-ერთი სკო­ლის 5 ბიჭი-მოს­წავ­ლე ამა­ვე სკო­ლის 2 ბიჭს თავს და­ეს­ხა და ფული მოს­თხო­ვა. მათ ჯგუ­ფუ­რად ყა­ჩა­ღო­ბის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბი­ან. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ "ბა­თუ­მე­ლე­ბი" აქ­ვეყ­ნებს.

ად­ვო­კა­ტე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს შო­რის ჩხუ­ბის ყა­ჩა­ღო­ბად კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბა აბ­სურ­დია.საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, სკო­ლის მოს­წავ­ლე 5 ბიჭი ამა­ვე სკო­ლის მოს­წავ­ლე 2 ბიჭს ბა­თუმ­ში, ერთ-ერთ ქუ­ჩა­ზე, „წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბით, ჯგუ­ფუ­რად, ფუ­ლა­დი თან­ხის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით, ყა­ჩა­ღუ­რად თავს და­ეს­ხა არას­რულ­წლო­ვა­ნებს… ძა­ლა­დო­ბი­თა და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით მოს­თხო­ვა ფუ­ლა­დი თან­ხის გა­და­ცე­მა“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია საქ­მის მა­სა­ლებ­ში.

განაგრძეთ კითხვა