ექსპერტიზის დასკვნით გარდაცვალების მიზეზი ცნობილია - ულამაზესი თურქი მსახიობის ტრაგედიის ახალი დეტალები - კვირის პალიტრა

ექსპერტიზის დასკვნით გარდაცვალების მიზეზი ცნობილია - ულამაზესი თურქი მსახიობის ტრაგედიის ახალი დეტალები

"ოთახ­ში შე­ვე­დი და...“ - რა გახ­და "შერ­ბე­თის“ 35 წლის მსა­ხი­ო­ბის მო­უ­ლოდ­ნე­ლი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი და დე­დის სუ­ლის შემ­ძვრე­ლი ჩვე­ნე­ბა

თურ­ქუ­ლი კი­ნო­სა და სე­რი­ა­ლე­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის ნამ­დვი­ლი შოკი იყო ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბის, ეჯე ირ­თე­მის ტრა­გი­კუ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბა. ვარ­სკვლა­ვი სა­კუ­თა­რი და­ბა­დე­ბის დღის მე­ო­რე დღეს, დე­დის ხელ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ამ დრომ­დე მე­დი­ა­ში უამ­რა­ვი ვერ­სია და ჭორი ვრცელ­დე­ბო­და, თუმ­ცა ამ­ჯე­რად თურ­ქუ­ლი მე­დია ექ­სპერ­ტი­ზის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დას­კვნა ასა­ჯა­რო­ებს.

რა გახ­და ტრა­გე­დი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი?რო­გორც თურ­ქუ­ლი მე­დია წერს, სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზამ და ანა­ლი­ზე­ბის სა­ფუძ­ვლი­ან­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ეჯე ირ­თე­მის სიკ­ვდი­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი ალ­კოჰო­ლუ­რი მო­წამ­ვლა გახ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მსა­ხი­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­კუ­თარ სახ­ლში, და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნის მე­ო­რე დღეს გა­უ­ა­რეს­და. თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბა გუ­ლის შე­ტე­ვა­ზე სა­უბ­რობ­და, ზო­გი­ერ­თმა კი ტრა­გე­დია აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბას და­უ­კავ­ში­რა - მით უმე­ტეს, რომ ამ­ჟა­მად თურ­ქეთ­ში მსა­ხი­ობ­თა წრე­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის საქ­მე­ზე მას­შტა­ბუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა და და­კა­ვე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. თუმ­ცა, ოფი­ცი­ა­ლურ­მა დას­კვნამ ეს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი სრუ­ლად უარ­ყო.

sherbeee-38295-1783581477.jpg

"ინ­ტოქ­სი­კა­ცია და ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბი“ - დე­დის ჩვე­ნე­ბარო­დე­საც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ჭო­რე­ბის ტალ­ღა უკონ­ტრო­ლო გახ­და, ეჯეს ოჯახ­მა და უახ­ლო­ეს­მა გა­რე­მოც­ვამ დუ­მი­ლის დარ­ღვე­ვა გა­და­წყვი­ტა. გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა მსა­ხი­ო­ბის დე­დის სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც შვი­ლის სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თებ­ში მის გვერ­დით იყო:

"შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეს ჩვე­ნი­ვე უბ­ნის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში აღ­ვნიშ­ნავ­დით. სახ­ლში 20:36 სა­ათ­ზე დავ­ბრუნ­დით. ეჯე და­სა­ძი­ნებ­ლად და­ვაწ­ვი­ნე, რად­გან საკ­მა­ოდ ბევ­რი ჰქონ­და და­ლე­უ­ლი, ამას­თა­ნა­ვე, ექი­მის მიერ გა­მო­წე­რი­ლი ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბიც ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი.

ღა­მით გა­ვი­გო­ნე, რო­გორ ადგა სა­პირ­ფა­რე­შო­ში გა­სას­ვლე­ლად, შემ­დეგ კი ისევ დაწ­ვა. დი­ლით, რო­გორც ყო­ველ­თვის, სა­უზ­მე­ზე და­ვუ­ძა­ხე, მაგ­რამ ხმა არ გამ­ცა. ოთახ­ში რომ შე­ვე­დი, ის უგო­ნოდ იწვა, პი­რი­დან კი უსი­ა­მოვ­ნო სუ­ნის მქო­ნე სი­თხე გად­მოს­დი­ო­და“.

განაგრძეთ კითხვა