“ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ - როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება“ - ზურაბ ჯაფარიძე
როგორ დაასრულებენ ე.წ. საბოტაჟის საქმეს? ყველა ის ადამიანი, ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო “ოცნებას”, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ, - ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ზურა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ზურა ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ საქმეზე განაჩენი მალე დადგება.
“პირადი კომუნიკაცია რაც გვაქვს პროკურატურასთან, აპირებენ, რომ საქმე ძალიან სწრაფად დაასრულონ. შეიძლება ამ თვის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში ან აგვისტოს შუაში. სავარაუდო თარიღები არის ეს, ყოველშემთხვევაში, აგვისტოს არ გადასცდება, რამდენადაც ამაზე მე მაქვს წარმოდგენა და ასევე, ჩემი ადვოკატები მეუბნებიან.
როგორ დაასრულებენ? ყველა ის ადამიანი, ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო “ოცნებას”, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ. ეს არის მიზანი, რაც ამ წუთში აქვთ. [ჩვენი დაკავების მიზანი] ალბათ, სიგნალია დასავლეთისთვის, რომ ან “ჩვენს პირობებზე დავლაგდებით, ან ხალხს, ვისაც თქვენ ელაპარაკებით, ქვეყნიდან გავუშვებთ ან ციხეში ჩავსვამთ”. მეორეა ის, რომ პოლიტიკურ ველსაც ასუფთავებენ და უსუფთავებენ იმ პოლიტიკურ მოთამაშეებს, რომლებიც წლებია, თვეებია იმეორებენ, რომ ძველი სახეები უნდა წავიდნენ და ახალმა სახეებმა რაღაც უნდა ქნან. უტოვებენ მათ ბურთს და მოედანს. გასაგებია, რომ ვიღაცები ამას აიღებენ.