"უნდა გავაფრთხილოთ ავტომობილების პატრონები...“ - რას ამბობს გარემოს დაცვის ექსპერტი თბილისში ქუჩების დატბორვის პრობლემაზე
"კლიმატის ცვლილების გამო, ის პარამეტრები, რომლითაც თავის დროზე ჩვენი სანიაღვრე სისტემები არის გაკეთებული, აღარ მუშაობს - სხვა პარამეტრებზე უნდა იყოს აგებული სისტემა“ - ამის შესახებ გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტმა, მამუკა გვილავამ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.
შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეა, თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა ინფრასტრუქტურული პრობლემები შექმნა. ქუჩების დატბორვის გარდა, დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე დაფიქსირდა კლდისა და მიწის მასების ჩამოშლის შემთხვევებიც, რამაც რამდენიმე უბანში საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვაც კი გამოიწვია.როგორც მამუკა გვილავა აღნიშნავს, აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება, რათა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებს ქალაქი მომზადებული შეხვდეს.
"მოსახლეობასთან კომუნიკაცია უნდა გაფართოვდეს. როდესაც მსგავსი შემთხვევები [უხვი წვიმა] ხდება, მე ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებ, როდესაც ხელმძღვანელი პირი გამოდის და საუბრობს.