"მოიგონეს სცენარი, თითქოს საარჩევნო უბანზე ბეჭდიანი ქალი ზის, რომელიც ამომრჩეველს ისე უბღვერს, რომ ვისაც 5 ნომრის შემოხაზვა უნდოდა, ყველამ 41 შემოხაზა" - გია ვოლსკი - კვირის პალიტრა

"მოიგონეს სცენარი, თითქოს საარჩევნო უბანზე ბეჭდიანი ქალი ზის, რომელიც ამომრჩეველს ისე უბღვერს, რომ ვისაც 5 ნომრის შემოხაზვა უნდოდა, ყველამ 41 შემოხაზა" - გია ვოლსკი

ეუთო-მ ამ რეზოლუციით პრაქტიკულად წერტილი დაუსვა საკუთარ, ეუთო\ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს. ისინი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც ამის არანაირი ფაქტი არ გააჩნიათ. საუბრობენ პოლიტპატიმრებზეც, თუმცა ზუსტად იციან, რომ ამ ადამიანებს, მიუხედავად მათი პოლიტიკური სტატუსისა, კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ “ჰააგის დეკლარაციას“, რომელიც საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციასაც მოიცავს.

მისი თქმით, “ფაქტია, ამის უკან დგას გარკვეული პოლიტიკური ინტერესი, რომელიც ერთ პატარა ჯგუფს გააჩნია, თუმცა ეს ჯგუფი განაპირობებს კენჭისყრის შედეგს.”

“საქმე იმაშია, რომ ეუთო-ს ის სტრუქტურა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობდა, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს დადებითად ახასიათებს და პოზიტიურ შეფასებებს აძლევს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა ყველა კომისიამ ძალიან დადებითად შეაფასა.

არჩევნების ელექტრონულ სისტემაზე გადაყვანა არის ის ნაბიჯი, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავს ნებისმიერ გაყალბებას. გაყალბების არცერთი ფაქტი, რაზეც სალომე ზურაბიშვილი ან სხვები საუბრობდნენ, დადასტურებული არ არის. ათასობით დამკვირვებელი იყო და მათგან არცერთი არ ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა. ეუთო-მ ამ რეზოლუციით პრაქტიკულად წერტილი დაუსვა საკუთარ, ეუთო\ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს. ისინი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც ამის არანაირი ფაქტი არ გააჩნიათ. საუბრობენ პოლიტპატიმრებზეც, თუმცა ზუსტად იციან, რომ ამ ადამიანებს, მიუხედავად მათი პოლიტიკური სტატუსისა, კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი. ზუსტად იციან, რომ რუსთაველის გამზირზე ცეცხლი ენთო და ეს არ ყოფილა მშვიდობიანი მიტინგი, რადგან “მოლოტოვის კოქტეილს” ისროდნენ. ასევე, იციან ის შეფასებებიც, რომლებიც ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა გააკეთეს საქართველოსთან დაკავშირებით - რომ ქვეყანა ყველა მაჩვენებლით მაღალ დონეზეა, თუმცა რეზოლუციას მაინც ასეთი სახით აკეთებენ. ფაქტია, რომ ამის უკან დგას გარკვეული პოლიტიკური ინტერესი, რომელიც ერთ პატარა ჯგუფს გააჩნია, თუმცა ეს ჯგუფი განაპირობებს კენჭისყრის შედეგს. როდესაც 230-ზე მეტი ადამიანიდან რეზოლუციაში გარკვეულ ცვლილებას მხარს მხოლოდ 38 უჭერს, აქედან შესაბამისი დასკვნები უნდა გაკეთდეს.

როდესაც რეზოლუცია კენჭსაყრელად გამოდის, იქ ბევრი სხვა მომენტია, რომელსაც ჩვენი დელეგაცია სიამოვნებით დაუჭერდა მხარს, თუმცა, იმ პატარა ცვლილების გამო, რომელიც ამ პატარა ჯგუფმა შესთავაზა, ჩვენ დოკუმენტს მხარი ვერ დავუჭირეთ. ეს არის უსამართლობა ქვეყნის წინაშე, უსამართლობას კი მხარს ვერანაირად ვერ დავუჭერთ. ყველამ კარგად იცის, რომ ელექტრონული არჩევნები, ფაქტობრივად, არ ყალბდება.

მათ მოიგონეს სცენარი, თითქოს საარჩევნო უბანზე ბეჭდიანი ქალი ზის, რომელიც ამომრჩეველს ისე უბღვერს, რომ ვისაც 5 ნომრის შემოხაზვა უნდოდა, ყველამ 41 შემოხაზა. ან თითქოს გარეთ ბირჟებია მოწყობილი, სადაც ადამიანებს აშინებენ და ამით აცვლევინებენ პოლიტიკურ შეხედულებებს. მე თვითონ შევესწარი სცენას, როდესაც ჟურნალისტები და უცხოელი დამკვირვებლები თავს ესხმოდნენ ერთ ადამიანს და აბრალებდნენ, რომ იგი ქუჩის ავტორიტეტია და არჩევნებზე გავლენას ახდენს. აი, ეს ყველაფერია ასახული საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაში.

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ამბობდნენ, რომ ელექტრონულ სისტემას ვერ გააყალბებდნენ და ხალხს აქტიურობისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა, როგორც კი წააგეს, ერთი კვირის თავზე მოიფიქრეს, რომ ელექტრონული არჩევნები მაინც გაყალბდა. თანაც ამტკიცებდნენ, რომ იგი ფიზიკურად კი არ გაყალბებულა, არამედ საარჩევნო აპარატებში ფსბ-ს აგენტები ისხდნენ. სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ამ ელექტრონულ სისტემას “ეფ ეს ბე” მართავდა, სანამ ამერიკული კომპანია არ გამოვიდა და თავზე არ დაახურა. ხომ ასე იყო? თუმცა ამას ახლა არავინ ახსენებს”, - განაცხადა ვოლსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა