80-იანი წლების პოპმუსიკის ლეგენდა, მომღერალი ბონი ტაილერი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა
80-იანი პოპმუსიკის ლეგენდა, მომღერალი ბონი ტაილერი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"ბონის ოჯახი და გუნდი გაცნობებთ, რომ ის მოულოდნელად გარდაიცვალა გუშინ ღამით პორტუგალიის საავადმყოფოში", - წერია მომღერლის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.ბონი ტაილერი, რომლის ნამდვილი სახელი გეინორ ჰოპკინსი იყო, მაისში პორტუგალიაში ნაწლავებზე გადაუდებელი ოპერაციის შემდეგ ხელოვნურ კომაში იყო. გასულ თვეში მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომღერალი კომიდან გამოვიდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე იყო და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებოდა.
ბონი ტაილერი მუსიკალურ სამყაროში 1970-იან წლებში გამოჩნდა. ის ტალანტების მაძიებელმა როჯერ ბელმა სუონსის ერთ-ერთ კლუბში აღმოაჩინა და 1977 წელს მისი პირველი სინგლი "Lost in France“ გამოვიდა.