ავარიას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა - კვირის პალიტრა

ავარიას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა

ლა­გო­დეხ­ში ავა­რი­ას 25 წლის მა­მა­კა­ცი ემსხვერ­პლა, ერთი კი და­შავ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა, რო­მე­ლიც მე­გო­ბარ­თან ერ­თად ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, სო­ფელ ცხა­კა­ი­ას­თან, საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და სატ­ვირ­თო მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს შე­ე­ჯა­ხა.

მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით ახალ­გაზ­რდა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მან­ქა­ნა­ში მყო­ფი კი­დევ ერთი პირი კი მძი­მედ და­შავ­და. ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

"ინტერპრესნიუსი"