საგადასახადო კოდექსში რა ცვლილებებს მოითხოვს „ძლიერი საქართველო - ლელო”
„ძლიერი საქართველო - ლელო” მოითხოვს დღგ-ს გადახდის ვალდებულება, 100 ათასი ლარის ნაცვლად, 500 ათასი ლარის ბრუნვის შემთხვევაში წარმოიშვას. ეს ცვლილება ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვან დანაკლისს არ მოიტანს, მაგრამ იქნება უდიდესი სტიმული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
„ძლიერი საქართველო - ლელო” მოითხოვს დღგ-ს გადახდის ვალდებულება, 100 ათასი ლარის ნაცვლად, 500 ათასი ლარის ბრუნვის შემთხვევაში წარმოიშვას. ეს ცვლილება ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვან დანაკლისს არ მოიტანს, მაგრამ იქნება უდიდესი სტიმული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, თორნიკე ართქმელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბევრად რაციონალური იქნება, ქონების გადასახადის გადახდის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზარდოს.
„საქართველოში აუცილებელია საგადასახადო კოდექსის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც მოქალაქეებს დაუტოვებს ბევრად მეტ შემოსავალს და ოცნების მაღალჩინოსნებს ნაკლებ ფულს ბიუჯეტიდან მოსაპარად.
პირველ რიგში, “ძლიერი საქართველო - ლელო” მოითხოვს დღგ-ს გადახდის ვალდებულება, 100 ათასი ლარის ნაცვლად, 500 ათასი ლარის ბრუნვის შემთხვევაში წარმოიშვას. ეს ცვლილება ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვან დანაკლისს არ მოიტანს, მაგრამ იქნება უდიდესი სტიმული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მეორე უდიდესი პრობლემა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ არის ქონების გადასახადის 40 ათას ლარიანი ზღვარი, რომელიც ასევე 20 წელზე მეტი ხნის წინ დაწესდა, რის შემდეგაც ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის გამო 40 ათასი ლარი ოჯახზე საერთოდ არ არის ის ზღვარი, რომელიც შეიძლება ქონების გადასახადის წარმოშობის ვალდებულებას ქმნიდეს.