მთლიანად დამშრალი უდიდესი მდინარე, 2000-ზე მეტი გარდაცვლილი და წყლის კრიზისი - რა ხდება საფრანგეთში - კვირის პალიტრა

მთლიანად დამშრალი უდიდესი მდინარე, 2000-ზე მეტი გარდაცვლილი და წყლის კრიზისი - რა ხდება საფრანგეთში

და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში რე­კორ­დუ­ლი სი­ცხის ტალ­ღა მძი­მე შე­დე­გებს იწ­ვევს. საფ­რან­გე­თის ყვე­ლა­ზე გრძე­ლი მდი­ნა­რე, ლუ­ა­რა, ქვეყ­ნის რამ­დე­ნი­მე მო­ნაკ­ვეთ­ში თით­ქმის მთლი­ა­ნად დაშ­რა და ქვი­ში­ან კა­ლა­პო­ტად გა­და­იქ­ცა.

მონ­ჟან-სიურ-ლუ­ა­რის რა­ი­ონ­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, რომ 1000 კი­ლო­მეტრზე მეტი სიგ­რძის მდი­ნა­რის კა­ლა­პოტ­ში წყლის ნაც­ვლად ქვი­შაა დარ­ჩე­ნი­ლი, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მცი­რე გუ­ბით. მსგავ­სი ვი­თა­რე­ბაა დუ­ბის მდი­ნა­რე­ზეც, სა­დაც ძლი­ე­რი სი­ცხი­სა და მშრა­ლი ამინ­დის გამო წყლის დონე მკვეთ­რად და­ე­ცა.ექ­სტრე­მა­ლურ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რამ საფ­რან­გეთ­ში არა­ერ­თი პრობ­ლე­მა შექ­მნა. ქვეყ­ნის მას­შტა­ბით დრო­ე­ბით და­ი­ხუ­რა სკო­ლე­ბი, ათი­ა­თა­სო­ბით ოჯახს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყდა, ხოლო სი­ცხეს, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

გვალ­ვის გამო წყლის მა­რა­გე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და. რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­ში ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ წყლის მოხ­მა­რე­ბის უმაღ­ლე­სი, „კრი­ზი­სუ­ლი“ რე­ჟი­მი აა­მოქ­მე­და. მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დეს, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ზო­გონ სას­მე­ლი წყა­ლი, არ მორ­წყან ბა­ღე­ბი, არ გა­რე­ცხონ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და არ შე­ავ­სონ კერ­ძო სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბი.

ევ­რო­კავ­ში­რის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის Copernicus Climate Change Service (C3S)-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2026 წლის ივ­ნი­სი მსოფ­ლი­ო­ში ის­ტო­რი­ა­ში მე­ო­რე ყვე­ლა­ზე ცხე­ლი ივ­ნი­სი იყო. და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რამ 20.74 გრა­დუს ცელ­სი­უსს მი­აღ­წია, რაც 1991-2020 წლე­ბის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელს და­ახ­ლო­ე­ბით 3 გრა­დუ­სით აღე­მა­ტე­ბა.

000000-1783674023.jpg

საფ­რან­გეთ­ში 24 ივ­ნისს თით­ქმის 80-წლი­ა­ნი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ფიქ­სირ­და. ქა­ლაქ პი­სოს­ში ჰა­ე­რი 44,3 გრა­დუ­სამ­დე გა­ცხელ­და, რის გა­მოც ქვეყ­ნის ნა­წილ­ში წი­თე­ლი საფრ­თხის დონე გა­მო­ცხად­და.

სი­ცხეს­თან ერ­თად ევ­რო­პა მას­შტა­ბურ ტყის ხან­ძრებ­საც ებ­რძვის. პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­სა და სა­ბერ­ძნეთ­ში ხან­ძრებ­მა უკვე 19 000 ჰექ­ტარ­ზე მეტი ტე­რი­ტო­რია გა­ა­ნად­გუ­რა.

განაგრძეთ კითხვა