რა საფრთხე ემუქრება კუს ტბას?! - ნინო ჩხობაძის პროგნოზი - კვირის პალიტრა

რა საფრთხე ემუქრება კუს ტბას?! - ნინო ჩხობაძის პროგნოზი

„ძალიან ბევრი ადგილია, სადაც საფრთხეებია. კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს“,- ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, არანაკლები მეწყრული პროცესებია მთაწმინდასა და ვაშლიჯვარში.

როგორც ნინო ჩხობაძემ აღნიშნა აუცილებელია სასიგნალო მოწყობილობების დაყენება, ხოლო სადაც დამცავი სისტემებია გაკეთებული, იმის გაწმენდა.

„ძალიან ბევრი ადგილია, სადაც საფრთხეებია. კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს.

ფერდზე არის დაფიქსირებული, იქაც შეიძლება დაიწყოს. აგრეთვე დაფიქსირებულია ვაშლიჯვარში, სერიოზული მეწყერი გვაქვს იქაც.

მეწყრული ზონები ძველი და ახალია. მთაწმინდაზე, არანაკლები მეწყრული პროცესებია. გამაგრებაც არის გაკეთებული და მართლა სერიოზული პრობლემა შეიძლება შეიქნას.

კონიაკის დასახლებაზე აღარ ვსაუბრობ, იქ მეწყერი ძალიან ბევრ ადგილას არის ჩამოსული და სერიოზული პრობლემები გვაქვს.

ამიტომ ეს ყველაფერი უნდა იყოს აღრიცხული და შესწავლილი, სადაც მსგავსი საფრთხეები არსებობს. ჩვენ გვჭირდება სასიგნალო მოწყობილობები.

განაგრძე კითხვა