"13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს... ჩემი აზრით, ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ..." - რას წერს ნიკა გვარამია
"13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს. ჩემი აზრით, ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ, იმიტომ რომ ქოცების მიერ მისი ტერორისტად შერაცხვა გვაკომპლექსებს", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია წერს.
"წისქვილის ქვა დაატრიალეს ალეკოს თავს და ამ ვითარებაში რომ წონასწორობა დაეკარგა, ნამდვილად არაა გასაკვირი. რეჟიმის მსხვერპლია ეს კაცი და იმსახურებს მხარდაჭერას ისიც და მისი ოჯახიც!
ალეკო, შენ გვერდით ვარ! არ იფიქრო, რომ არ მახსოვხარ და არ გგულშემატკივრობ! მალე თავისუფლებაზე!" - წერს გვარამია.