ქალაქ ონის შესასვლელთან მოძრაობა დროებით შემოვლით გზაზე გადაერთვება - რა განცხადებას აქვეყნებს გზები დეპარტამენტი - კვირის პალიტრა

ქალაქ ონის შესასვლელთან მოძრაობა დროებით შემოვლით გზაზე გადაერთვება - რა განცხადებას აქვეყნებს გზები დეპარტამენტი

ქა­ლაქ ონის შე­სას­ვლელ­თან მოძ­რა­ო­ბა დრო­ე­ბით შე­მოვ­ლით გზა­ზე გა­და­ერ­თვე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, ონის მი­მარ­თუ­ლე­ბით სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­ჩხე­რე (სა­რე­კი) - უზუნ­თა - შქმე­რი - ზუ­და­ლის, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბი­სა და ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის გუფ­თა - ონის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის გავ­ლით და პი­რი­ქით."სა­ქარ­თვე­ლოს ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ქუ­თა­ი­სი (ჭომა) - ალ­პა­ნა - მა­მი­სო­ნის უღელ­ტე­ხი­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ107–კმ112 მო­ნაკ­ვეთ­ზე, არ­სე­ბუ­ლი მე­წყრუ­ლი უბ­ნის აღ­დგე­ნი­სა და დამ­ცა­ვი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით, 2026 წლის 11 ივ­ლი­სი­დან ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე დრო­ე­ბით შე­ი­ზღუ­დე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში, ქა­ლაქ ონის შე­სას­ვლელ­თან მოძ­რა­ო­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბილ შე­მოვ­ლით გზა­ზე გა­და­ერ­თვე­ბა.

სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, ონის მი­მარ­თუ­ლე­ბით სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­ჩხე­რე (სა­რე­კი) - უზუნ­თა - შქმე­რი - ზუ­და­ლის, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბი­სა და ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის გუფ­თა - ონის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის გავ­ლით და პი­რი­ქით.

ამას­თან, ად­გი­ლობ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე აიკ­რძა­ლე­ბა იმ ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა, რო­მელ­თა მაქ­სი­მა­ლუ­რი და­საშ­ვე­ბი მასა 8 ტო­ნას აღე­მა­ტე­ბა.