"იოსებ სიგუა არის სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლი - სოფიო სიგუას მიზანია, მიიღოს რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ქონება - გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას, ღირსების შემლახავია და გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები"
დღევანდელ პროცესზე იოსებ სიგუა წარდგა არა როგორც შსს-ის თანამშრომელი, არამედ როგორც რიგითი მოქალაქე, ვინაიდან მან ამ ეტაპისთვის, დროებით, მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა, რათა გამქრალიყო ნებისმიერი ეჭვი, რაც დაკავშირებული იყო შესაძლო გამოძიების ფარგლებში მისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებასთან, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენასთან,- ამის შესახებ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, პოლკოვნიკ იოსებ სიგუას ადვოკატმა თეონა გვაზავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არსებობს არაერთი მტკიცებულება იმისა, რომ იოსებ სიგუას მეუღლის მიერ გაჟღერებული ბრალდებები რეალობას არ შეესაბამება.
„ვფლობთ არაერთ გარემოებას და მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტში გაცხადებული პოზიცია, რომელიც გააჟღერა მსხვერპლის სტატუსის მქონე სოფიო სიგუამ, არ შეესაბამება რეალობას. ეს არის იოსებ სიგუას პატივისა და ღირსების შემლახავი და არ შეიძლება მსგავსი სახის ინფორმაციების საჯარო სივრცეში გადამოწმების გარეშე გაჟღერება, რასაც ითვალისწინებს კიდევაც კანონმდებლობა. გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს, რითაც დადასტურდება იოსებ სიგუას უდანაშაულობა და დავიცავთ მის ღირსებას.
გაჟღერდა ინფორმაციები, რომ ხორციელდებოდა ძალადობრივი ქმედება. წლების განმავლობაში არ არსებობს კონკრეტული მოწმე, არ არსებობს რაიმე სახის სამედიცინო დოკუმენტი, არ არსებობს თუნდაც ფოტოსურათი, რომელიც ასახავს ხელზე არსებულ დაზიანებას.
სოფიო სიგუას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არის პატივისა და ღირსების შემლახავი, რასთან დაკავშირებითაც გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები”,- განაცხადა გვაზავამ. გააგრძელეთ კითხვა