რას იხსენებს მიხეილ სააკაშვილი ლინდსი გრემის შესახებ - კვირის პალიტრა

რას იხსენებს მიხეილ სააკაშვილი ლინდსი გრემის შესახებ

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი, ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რის, ლინ­დის გრე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის აბავს ეხ­მი­ა­ნე­ბა და მის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ზე­ლენ­სკის­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, ამე­რი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ჩემი მე­გო­ბა­რი და რუ­სე­თის ერთ-ერთი და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტე­რი ამე­რი­კა­ში, სე­ნა­ტო­რი ლინდსი გრე­მი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. ასეთ დროს პირ­ვე­ლი აზრი რაც მომ­დის თავ­ში არის, ხომ არ და­ა­ლე­ვი­ნეს რუ­სუ­ლი ჩაი უკან მი­მა­ვალს ამე­რი­კა­ში.

ლინდსი იყო ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის, ჯონ მა­კ­კე­ი­ნის ახლო ძმა­კა­ცი. მან 2008 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ აგ­რე­სი­ას უწო­და მთე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს წი­ნა­აღ­მდეგ ომის გა­მო­ცხა­დე­ბა. ბევ­რჯერ იყო ნამ­ყო­ფი სა­ქარ­თვე­ლო­ში. მახ­სოვს ერთხელ სა­ქარ­თვე­ლოს მოვ­ლას ვა­პი­რებ­დით ერ­თად და თბი­ლის­ში­ვე გაგ­ვაფრ­თხი­ლა, რომ ბოლო წლე­ბი სჭირ­და სი­მაღ­ლის და წყლის შიში.ჯერ სვა­ნეთ­ში ვერ­ტმფრე­ნით ჩავფრინ­დით, შემ­დეგ ბა­თუმ­ში, შე­რა­ტო­ნის და­უმ­თავ­რე­ბელ შე­ნო­ბა­ზე ავიყ­ვა­ნე ბოლო სარ­თულ­ზე, შემ­დეგ მე და მა­კ­კე­ინ­მა ძა­ლით შე­ვაგ­დეთ ადი­დე­ბულ შავ ზღვა­ში, სკუ­ტე­რით მოგ­ვიყ­ვა­ნეს რე­ზი­დენ­ცი­ას­თან.მი­უ­ხე­და­ვად დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ში­შე­ბი­სა, ყველ­გან წა­მოგ­ვყვა. ლინდსი და­მეხ­მა­რა რჩე­ვე­ბით, რო­გორც სე­ნა­ტის სა­მარ­თლებ­რი­ვი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, რო­დე­საც ქო­ცე­ბი ლო­ბი­რებ­დნენ ჩემი და ჩვე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბის გამ­ტყუ­ნე­ბას 2008 წლის ომში, ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლო­ში.

რო­დე­საც 2016 წელს ჯონ მა­კ­კე­ინ­სა და ტრამპს შო­რის კონ­ფლიქ­ტი წარ­მო­იშ­ვა, ლინდსი ტრამ­პის მხა­რეს გა­და­ვი­და და ძა­ლი­ან და­ახ­ლოვ­და მას­თან. ის იყო ტრამ­პის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პირი სე­ნატ­ში. მე გრემს ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე ვე­სა­უბ­რე, ამე­რი­კის დე­და­ქა­ლაქ­ში. რა თქმა უნდა, ქო­ცი­ა­ნო­ბის დროს მას აღა­რას­დროს ჩა­მო­უდ­გამს ფეხი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ამ ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც ყველ­გან გა­ვი­და ამე­რი­კის მე­დი­ა­ში, ასა­ხუ­ლია ჩვენს მიერ ყუ­რძნის და­წურ­ვა ყვა­რელ­ში. ახლა აღარც მა­კ­კე­ი­ნია ცო­ცხა­ლი, აღარც გრე­მი და ყვარ­ლის ნაკ­ვე­თიც წარ­თმე­უ­ლი და გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლია. მინ­და გულ­წრფე­ლი სამ­ძი­მა­რი გა­მო­ვუ­ცხა­დო ჩემი მე­გობ­რის ლინდსი გრე­მის ოჯახს, ამ უკი­დუ­რე­სად უდ­როო და­ნაკ­ლი­სის გამო", - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.