"მეორე ბრალი, რომელიც მაქვს, არის უცხო, მტრულ ქვეყანასთან თანამშრომლობა, საჯაროდ არ იძახიან, მაგრამ სასამართლოზე ითქვა, რომ უკრაინაა - ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, გამორიცხულია, ამ ქვეყნიდან არსად წავალ, ვიღაცებს ვურჩევ, რომ წავიდნენ" - კვირის პალიტრა

"მეორე ბრალი, რომელიც მაქვს, არის უცხო, მტრულ ქვეყანასთან თანამშრომლობა, საჯაროდ არ იძახიან, მაგრამ სასამართლოზე ითქვა, რომ უკრაინაა - ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, გამორიცხულია, ამ ქვეყნიდან არსად წავალ, ვიღაცებს ვურჩევ, რომ წავიდნენ"

მეორე ბრალი, რომელიც წაყენებული მაქვს, ეს არის უცხო, მტრულ ქვეყანასთან თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფოს დასუსტების მიზნით. საჯაროდ არ იძახიან, მაგრამ სასამართლო პროცესზე ითქვა და აღმოჩნდა, რომ ეს უცხო და მტრული ქვეყანა არის უკრაინა. ითქვა, რომ თითქოს ჩვენ ვმუშაობდით უკრაინასთან, რათა უკრაინას დაესანქცირებინა ბიძინა ივანიშვილი. ბიძინას დასანქცირება ყოფილა საქართველოს დასუსტება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტქალაქში“ განაცხადა.

ამასთან, გადაცემის წამყვანის კითხვაზე, "როგორც ვხვდები, შანსი დაგიტოვათ ქვეყნიდან გასვლის, ვიღაცები წავიდნენ, თქვენ არ გადიხართ", ჯაფარიძემ უპასუხა, რომ ის არ აპირებს საქართველოს დატოვებას.

„მე არსად წამსვლელი არ ვარ, ბევრჯერ მაქვს ნათქვამი. გამორიცხულია, მე ამ ქვეყნიდან არსად წავალ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, „თქვენ წასვლას არ აპირებთ, სხვები, იცი სხვებზე"? ჯაფარიძემ უპასუხა, რომ არ იცის. „მე ველაპარაკები ყველას და როცა ინდივიდუალური ამბავია, ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს. გარეთაც ძალიან ბევრი საქმე არის საკეთებელი", - განაცხადა ჯაფარიძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ურჩევ, რომ წავიდნენ ქვეყნიდან, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: კი, ვიღაცებს ვურჩევ, რომ წავიდნენ, ჩემი აზრით, უფრო სწორი იქნება, რომ ვიღაცები წავიდნენ და გარეთ რაღაც საქმე გააკეთონ".

ამასთან, მან ე.წ. საბოტაჟის საქმეზე და მისთვის წაყენებულ ბრალზე ისაუბრა. ორი ბრალი მაქვს წაყენებული. ერთი, რომელიც მე, გიორგი ვაშაძესა და ლაკას [ელენე ხოშტარიას] გვაქვს ცალკე და 7-იდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ეს არის უცხო, მტრულ ქვეყანასთან თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფოს დასუსტების მიზნით.

საჯაროდ არ იძახიან, მაგრამ სასამართლო პროცესზე ითქვა და აღმოჩნდა, რომ ეს უცხო და მტრული ქვეყანა არის უკრაინა. ითქვა, რომ თითქოს ჩვენ ვმუშაობდით უკრაინასთან, რათა უკრაინას დაესანქცირებინა ბიძინა. ბიძინას დასანქცირება ყოფილა საქართველოს დასუსტება. ივანიშვილის დასანქცირება გაიგივებულია საქართველოს დასუსტებასთან. საჯაროდ ვერ ბედავენ ამის თქმას, სასამართლო პროცესები კი დახურულია და ამ პროცესებზე ითქვა, რომ ეს სახელმწიფო უკრაინა არისო. საქმის მასალებში რაც უდევთ, ეს არის ზელენსკისა და პოდოლიაკის საჯარო განცხადებები, რომელიც საერთოდ რა შუაშია ამ საქმესთან, არ ვიცი. უკრაინასთან პირადად მე არ მქონია კომუნიკაცია, მაგრამ ამათ [„ქართული ოცნების“] დასანქცირებას ყველას ვთხოვ. გააგრძელეთ კითხვა