ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია: რამ შეიწირა სენატორი ლინდსი გრემის სიცოცხლე?!
კოლუმბიის ოლქის სამედიცინო ექსპერტის წინასწარი გამოკვლევის თანახმად, ამერიკელი სენატორ ლინდსი გრემის უეცარი გარდაცვალება გულის პრობლემამ გამოიწვია, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.
წინასწარი დასკვნების თანახმად, რომელსაც სენატორის ოფისი აქვეყნებს, ლიდნსი გრემის გარდაცვალების მიზეზი გახდა „აორტის დისექცია, რომელიც გამოწვეული იყო არტერიოსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებით“.
„გარდაცვალების მოწმობაში გარდაცვალების მიზეზი მითითებული იქნება როგორც „დასაზუსტებელი“ მანამ, სანამ ტოქსიკოლოგიური და მიკროსკოპული კვლევები სრულად არ დასრულდება. აღნიშნული გამოკვლევების დასრულების შემდეგ სიკვდილის მოწმობა განახლდება, მასში აისახება გარდაცვალების საბოლოო მიზეზი და სათანადოდ განისაზღვრება გარდაცვალების გარემოება“, - აღნიშნულია სენატორის ოფისის განცხადებაში.
"ინტერპრესნიუსი"