არის თუ არა უსაფრთხო შავ ზღვაში ბანაობა?! - გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევა - კვირის პალიტრა

არის თუ არა უსაფრთხო შავ ზღვაში ბანაობა?! - გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს მიერ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს, უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად, 12 წერტილში ახორციელებს.

„შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც მაღალი სიზუსტის ხელსაწყოებით არის აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

კვლევები განსაზღვრავს ჰიდრო ბიოლოგიურ და ქიმიურ პარამეტრებს, მათ შორის 13 მძიმე მეტალს, ნავთობის ჯამურ ნახშირწყალბადებს, 16 პოლიარომატულ ნახშირწყალბადს, ასევე, სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაციას.

სააგენტოს მიერ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა