ბუნებრივად იმშობიარა, გაუტკივარების გარეშე და ქეთო უკვე ბუნებრივ კვებაზეა - 3 შვილის დედის, 24 წლის ლიზა ჩიჩუას გულწრფელი პასუხები - კვირის პალიტრა

ბუნებრივად იმშობიარა, გაუტკივარების გარეშე და ქეთო უკვე ბუნებრივ კვებაზეა - 3 შვილის დედის, 24 წლის ლიზა ჩიჩუას გულწრფელი პასუხები

როგორც ცნობილია, 3 ივნისს ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა მესამე შვილის მშობლები გახდნენ. 3 წლის გიო და ერთი წლის ნინას შემდეგ წყვილს ქეთო შეეძინათ, რომელსაც სახელი ექიმი ბებიის, ქეთი ასათიანის პატივსაცემად დაარქვეს. ქეთოს დაბადებასაც დაესწრო ირაკლი, როგორც პირველი ორი შვილის. სახლში გაწერისა და დამშვიდების შემდეგ, ლიზამ სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებსაც უპასუხა.მისი თქმით, ბუნებრივად იმშობიარა, გაუტკივარების გარეშე. ქეთო უკვე ბუნებრივ კვებაზეა.

მაშინ ლიზამ აღნიშნა, ლიზას თქმით, არ უჭირს დედობის და სწავლის შეთავსება, რადგან გვერდით ირაკლის სახით საუკეთესო ადამიანი ჰყავს. რაც შეეხება სწავლას, უკვე მრავალშვილიანი დედა, სამედიცინო უნივერსიტეტის მე-6 კურსზეა და რეზიდენტურას ოფთალმოლოგიის მიმართულებით აგრძელებს.

ამჯერად ლიზამ კიდევ ერთხელ უპასუხა გამომწერების შეკითხვებს და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად ძილი ენატრება, ფორმაში კი ასე უცებ გენეტიკის წყალობით ჩადგა.

liza4-1783925335-1783929460.png

liza55-1783925335-1783929485.png

ლიზამ ოჯახური კადრებიც გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, წყვილმა ცოტა ხნის წინ გაასაჯაროა ნინას ფოტოები.

განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები