ოქრიაშვილი "შახტარში" ბრუნდება - კვირის პალიტრა

ოქრიაშვილი "შახტარში" ბრუნდება

დონეცკის "შახტარის" მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ გადაწყვიტა, გუნდში დააბრუნოს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც ამჟამად მარიუპოლის "ილიჩივეცშია" განათხოვრებული. ახალგაზრდა ქართველის სატრანსფერო უფლებები სწორედ დონეცკურ კლუბს ეკუთვნის, თუმცა, "შახტარმა", რომელიც ბოლო წლებში უკრაინული ფეხბურთის მთავარ გრანდად იქცა, 20 წლის ფეხბურთელის სათამაშო პრაქტიკის გარეშე დატოვება არ ისურვა და დროებით "ილიჩივეცს" დაუთმო. იჯარის ვადა 2013 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა, ამ ორი კლუბის პარტნიორული ურთიერთობის წყალობით "შახტარს" ზამთრის შესვენებისთანავე შეუძლია ქართველი ნახევარმცველის დაბრუნება და როგორც ჩანს, თორნიკეს შთამბეჭდავი თამაშით მოხიბლული ლუჩესკუ ასეც მოიქცევა. იმედია, "შახტარში" თამაშის შანსს ოქრიაშვილი ამჯერად მაინც გამოიყენებს.