დიმიტი პესკოვმა მორიგი "მტრები" აღმოაჩინა - ვის და რას აკვირდებიან კრემლიდან?! - კვირის პალიტრა

დიმიტი პესკოვმა მორიგი "მტრები" აღმოაჩინა - ვის და რას აკვირდებიან კრემლიდან?!

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი „მსურველთა კოალიციას“ ომის წამქეზებელთა კოალიციას უწოდებს და აცხადებს, რომ ეს არის ქვეყნების ჯგუფი, რომელსაც არ სურს მშვიდობა.

„ეს არის ომის წამქეზებელთა კოალიცია, ქვეყნების ჯგუფი, რომელსაც არ სურს მშვიდობა, რომელსაც სურს ომის გაგრძელება“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე კომენტირებისას.

მისი თქმით, რუსეთი ყურადღებით დააკვირდება დღევანდელ შეხვედრას.

„ეს ის ქვეყნებია, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებს ახორციელებენ, ამიტომ ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით“, - აღნიშნა პესკოვმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა