ცნობილია ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა - გორში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
გორში ავარიის შედეგად დაშავებული 3 წლის ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები გვიდასტურებენ.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, დაღუპული ქალი ანი ბერიანიძეა, რომელიც მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთდ დაიღუპა.როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ისინი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდნენ, როდესაც სწრაფად მოძრავი მანქანა დაეჯახა.
ცნობისთვის, გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე "ჯიპის” ტიპის ავტომანქანა ქვეით დედა-შვილს დაეჯახა.