"მასზე ქალები გიჟდებოდნენ... მისი დეიდა ნატო ვაჩნაძე იყო" - ოთარაანთ ქვრივის" მსახიობის წარუმატებელი კარიერა, უიღბლო ქორწინებები და შვილიშვილი, რომელიც კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავია
28 ოქტომბერს მსახიობსა და მწერალ ბორის ანდრონიკაშვილს 90 წელი შეუსრულდებოდა, თუმცა უკვე 28 წელია, რაც ის ცოცხალი აღარ არის. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი სტუდენტი VGIK-ში, თუმცა წარმატებული კარიერა ვერ ააწყო. მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი სცენარის და 7 როლია კინოში. მაგრამ პიროვნულად ის გამორჩეული ადამიანი იყო – მასზე შეყვარებული იყო უამრავი ქალი. ის იყო ლუდმილა გურჩენკოს მეუღლე და მისი ქალიშვილის მამა, ხოლო 5 წელი კი ქორწინებაში ცხოვრობდა ნონა მორდიუკოვასთან. რატომ არ ატარებდა ის მამის, მწერალ ბორის პილნიაკის, გვარს და რის გამოც წავიდა კინოინდუსტრიიდან – ქვევით მოგიყვებით.
რუსი მწერლისა და ქართველი არისტოკრატი მსახიობის შვილი
მისი მშობლები ნიჭიერი და ცნობილი ადამიანები იყვნენ. სხვა ეპოქაში რომ ეცხოვრათ, შესაძლოა მათი ოჯახის ბედი სხვაგვარად წარმართულიყო. ბორისის დედა, მსახიობი და კინორეჟისორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, კირა ანდრონიკაშვილი, წარმოშობით ქართველი თავადური ოჯახის, ანდრონიკაშვილების, შთამომავალი იყო. 1920-იან წლებში მსახიობად და რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა, ხოლო 1936 წელს VGIK-ის სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. ერთ წელიწადში მათ ოჯახში ტრაგედია მოხდა.

ბორისის მშობლები, მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი და მწერალი ბორის პილნიაკი ოთხი წლით ადრე, კირა ცოლად გაჰყვა მწერალ ბორის პილნიაკს, რომელიც გერმანელი კოლონისტების შთამომავალი იყო. ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ ვაჟი, ბორისი, შეეძინათ. ხოლო შვილის მესამე დაბადების დღეს, 1937 წელს, პილნიაკი დააპატიმრეს, ის სახლიდან აიყვანეს. მწერალი უკან აღარ დაბრუნებულა. იქამდე ბორის პილნიაკმა იაპონიაში იმოგზაურა და ამაზე წიგნი დაწერა. ეს საკმარისი აღმოჩნდა მისი დაპატიმრებისთვის. მწერალს იაპონიის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდეს ბრალი, რაც, რა თქმა უნდა ტყუილი იყო, თუმცა აიძულეს რომ ბრალი ეღიარებინა. ნახევარი წლის შემდეგ, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს და განაჩენი იმავე დღეს აღსრულდა.
ერთი თვის შემდეგ კირა ანდრონიკაშვილიც დააპატიმრეს. მან იცოდა, რა ბედი ელოდა სამშობლოს მტრის ოჯახის წევრებს, ამიტომ მანამდე შეძლო შვილის, ბორისის, დედასთან, თბილისში, გაგზავნა. ბებიამ ის შვილად აიყვანა და თავისი გვარი – ანდრონიკაშვილი მისცა. ხოლო კირა „ალჟირის“ ბანაკში გაგზავნეს, სადაც სამშობლოს „მოღალატეებს“ ასახლებდნენ ბანაკში. მხოლოდ 1956 წელს გაამართლეს.
მსახიობი კირა ანდრონიკაშვილიბორისის დედა არ იყო ოჯახში ერთადერთი მსახიობი – მისი და ნატო ვაჩნაძე ასევე ცნობილი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი და რუსეთის დამსახურებული არტისტი გახლდათ. მისი ვაჟები, ელდარ და გიორგი შენგელაიები, რეჟისორები. ბორისმა ბავშვობა მათთან ერთად გაატარა და, რა თქმა უნდა, ოჯახის შემოქმედებითმა ატმოსფერომ გავლენა იქონია. სკოლა ბათუმში დაამთავრა და საზღვაო აკადემიაში ჩააბარა, თუმცა მოგვიანებით რუსეთში თეატრალური ინსტიტუტის „დასაპყრობად“ გაემგზავრა.
VGIK-ის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სტუდენტი
წარმატებით ჩააბარა VGIK-ში კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, და ჯერ კიდევ სტუდენტობას დაიწყო კინოში თამაში. მისი დებიუტი შედგა ფილმში „ოთარაანთ ქვრივი“ სადაც არჩილი ითამაშა. ბორისი VGIK-ის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და იმედისმომცემ სტუდენტად ითვლებოდა, გოგონები მის გარშემო ტრიალებდნენ. ისინი აკვირდებოდნენ მის ყოველ მოძრაობას და აღტაცებით უყურებდნენ. ხშირად ხუმრობდა: „ალბათ ფიქრობენ, რომ აფრიკული ტემპერამენტი მაქვს, მაგრამ სინამდვილეში, შინაგან ძალას ვფარავ. მათთან ერთად მომწყინდა“.

ფილმში "ოთარაანთ ქვრივი"როდესაც სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტმა, ლუდმილა გურჩენკომ, პირველად დაინახა სასადილოში, ხელიდან ლანგარი გაუვარდა – ბორისი მისი ოცნებების ხორცშესხმა იყო. ინტელექტუალი, მოხერხებული, განათლებული, მუსიკალური და ნიჭიერი... გურჩენკო მას გაოგნებული უყურებდა. ქალს სჯეროდა მისი ბრწყინვალე მომავლის კინოში. თანაც, ის ძალიან ლამაზი იყო – ქალები თვალი ვერ აშორებდნენ.
ლუდმილა გურჩენკოს განადგურებული იმედები
გურჩენკო გულწრფელად აღტაცებული იყო მომავალი დედამთილით. მოგვიანებით კირა ანდრონიკაშვილზე წერდა: „საოცარი ქალი. სილამაზის, გონიერების, ნიჭისა და ქალურობის შეუდარებელი ნაზავი… მას საერთოდ არ შეუმჩნევია ჩემი პროვინციულობა და მოუთმენლობა. ნაზად მეპყრობოდა ჩემი გულწრფელობისა და ნდობის გამო“. სამწუხაროდ, 1960 წელს კირა ანდრონიკაშვილი გარდაიცვალა.